პირველადი დახმარების სამედიცინო პერსონალის გადამზადება და ლიცენზირება

პირველადი დახმარების სამედიცინო პერსონალის გადამზადება და ლიცენზირება

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სამედიცინო სამსახური „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“ ერთად ატარებს პირველადი დახმარების სალიცენზიო სემინარებსა და ტესტირებას.

ლიცენზიის მიღება სავალდებულოა იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ჩემპიონატებში მოასპარეზე გუნდებს (სუპერლიგა, „ა ლიგა“), ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების მატჩებს.

სემინარები ჩატარდება მიმდინარე წლის 12 და 13 ოქტომბერს, რისი დასრულებისთანავე გაიმართება სალიცენზიო ტესტირება. 

სემინარები და ტესტირება გაიმართება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შემდეგ მისამართზე ➡ ჩარგლის ქუჩა, N73