პირველი ტაიმის შემდეგ უკრაინა 17 ქულით ამარცხებს ბელგიას

პირველი ტაიმის შემდეგ უკრაინა 17 ქულით ამარცხებს ბელგიას

საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრების წევრები ლოჟიდან ადევნებენ იმ მატჩის მსვლელობას თვალს, რომლის შედეგიც მათ ბედს წყვიტავს. სწორედ ბელგია–უკრაინის მატჩზეა დამოკიდებული, საქართველო გავა ჯგუფიდან თუ ბულგარეთი.
 
ამ სურათებს შეხედეთ და იოლად მიხვდებით, რომ უკრაინა დამაჯერებლად იგებს. ქართველი კალათბურთელები ტაშით ამხნევებენ უკრაინელებს, რომლებიც პირველი ტაიმის შემდეგ 43:26 უგებენ ბელგიელებს. ბულგარელები კი დაღვრემილი შესცქერიან მოედანს.