პლეი ოფამდე შესვენება გამოაცხადდა

პლეი ოფამდე შესვენება გამოაცხადდა

„აკადემია“–„მაკაბის“ მატჩით დასრულდა 20–წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატი. ამ შეხვედრას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, გუნდებს ცხრილში ადგილები

განაწილებული ჰქონდათ და კალათბურთელებმაც ლაღი თამაში გააჩაღეს, რომელშიც მაკაბელმა გიორგი ჯანგველაძემ 47 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს ნახევარფინალში. მოედნის უპირატესობა ამათ შორის არ მოქმედებს, რადგან „აკადემიაც“ თბილისური გუნდია და „მართვეც“. აი, „რუსთავისა“ და „მაკაბის“ დაპირისპირებაში კი მოედნის უპირატესობა რეგიონული გუნდის მხარესაა. თუკი სერიაში მესამე, გადამწყვეტი მატჩის გამართვის საჭიროება შეიქმნა, ფინალში გასასვლელ ამ შეხვედრას რუსთავ–ქალაქი უმასპინძლებს.