დასრულდა 20-წლამდელთა
რეგულარული ჩემპიონატი და დაიწყო პლეიოფები.
რეგულარულის მომგებმა ,,ქუთაისმა”
პირდაპირ მოიპოვა ნახევარფინალური საგზური,ხოლო დანარჩენი გუნდები ამისთვის პლეიოფებში
იბრძოლებენ. დღეს ვაკეში მდებარე
აკადემიის დარბაზში მეოთხედფინალურ შეხვედრაში ,,სოხუმი” ,,რუსთავს” დაუპირისპირდა
და მეტოქე იოლად, ანგარიშით 104:52 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო 41
ქულით დუდა სანაძე იყო, ხოლო ორმაგი დუბლი გიგა მეხრიშვილის ანგარიშზეა – 11 ქულა და
10 მოხსნა. ,,რუსთავის” შემადგენლობაში კი
13 ქულით გაგა არაბული გამოირჩა.
დღის მეორე მატჩში თსუ-მ მაკაბის გუნდთან იოლად იმარჯვა
-122:63. სტუდენტთა რიგებში საუკეთესო ორმაგი
დუბლით ბექა ბექაური გახლდათ, რომელმაც 32 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ,,მაკაბის” რიგებში კი ორმაგი დუბლი გიორგი
რევაზაშვილისა(31ქ.10მ) და გიორგი ფერიაშვილის
(19ქ. 13მ) ანგარიშზეა.
რაც შეეხება დღევანდელი მეოთხედფინალების დასკვნით
შეხვედრას, სტუ-მ ,,დინამოს” 97:70 სძლია.
,,ტექნიკოსთა” შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა კალათბურთერლმა მიითვალა: აკაკი ლომოურმა(25ქ.14
მ), აკაკი დვალიშვილმა(16ქ. 18 მ) და გივი
ბაქრაძემ (19ქ. 10მ). ,,დინამოს” მხრიდან კი 16 ქულით ალეკო ოკრიბელაშვილი გამოირჩა.