პოლონეთის ნაკრებს დირკ ბაუერმანი გაწვრთნის

პოლონეთის ნაკრებს დირკ ბაუერმანი გაწვრთნის

ევრობასკეტ 2013-ზე საქართველოს ჯგუფში მყოფ პოლონეთის ნაკრებს დირკ ბაუერმანი გაწვრთნის. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია პოლონეთის კალათბურთის ფედერაციას, თუმცა ეს ამბავი გადაწყვეტილიაო, იუწყება სატრანსფერო სააგენტო „GPK Management”-ი.
 

დირკ ნოვიცკი და დირკ ბაუერმანი
 
ბაუერმანი წლების მანძილზე გერმანიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, რომელსაც 2005 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოაპოვებინა. ბაუერმანი 9-გზის გერმანიის ჩემპიონი (ჰამბურგთან და ლევერკუზენთან ერთად) და 4-გზის თასის მფლობელია, ხოლო ქვეყნის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული ოთხჯერ დაისაკუთრა.
 
ბოლოს ბაუერმანი მიუნხენის „ბაიერნში“ მუშაობდა და გუნდი ცოტა ხნის წინ დატოვა. შეგახსენებთ, რომ პოლონეთთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში ესპანეთის, ხორვატიის, სლოვენიის და ჩეხეთის ნაკრებები არიან.