პრეს-კონფერანციაზე ერთ რამეზე შეთანხმდნენ: ჩვენი ბედი სხვის ხელშია

პრეს-კონფერანციაზე ერთ რამეზე შეთანხმდნენ: ჩვენი ბედი სხვის ხელშია

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გასაგები მიზეზების გამო არც ერთ მხარეს ბევრი არ ულაპარაკია. ორივე გუნდის ბედი სხვა მატჩის შედეგზეა დამოკიდებული.
 
თორნიკე შენგელია:
 ბულგარეთი საკმაოდ ძლიერი გუნდია. მეორე ტაიმში ზაზა ფაჩულიამ ტრავმა მიიღო და გაგვიჭირდა.  ბულგარეთი არ არის ისეთი გუნდი, რომ მასთან აუცილებელი გამარჯვება დაგეგმო სამწუხაროა, რომ ახლა სხვა გუნდებზე ვართ დამოკიდებულნი, ჩვენი თავი ასეთ  სიტუაციაში არ უნდა ჩაგვეგდო. ვნახოთ როგორი შედეგით დასრულდება უკრაინა – ბელგიის მატჩი. უკრაინელების იმედზე ვართ.
კალოიან  ივანოვი:
 საქართველოს  ნაკრები ჩევნს ჯგუფში ერთ-ერთი საუკეთესო  გუნდია. ჩვენ დაველოდებით შემდეგ თამაშს, მანამდე ვერაფერს გაეტყვით. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
იგორ კოკოშკოვი:
თამაშის დაწყებამდე ვამბობდი, რომ ურთულესი ბრძოლა გველოდა. საბოლოოდ ასეც მოხდა. ბულგარეთმა სისწრაფეში გვაჯობა. მეტოქეს აშკარად ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს და გამარჯვების ერთ–ერთი მიზეზი ესეც იყო. ჯერ არ ვიცი, რა მოუვიტა ფაჩულიას ფეხზე. მისმა ტრავმამ ფარქვეშ პრობლემები მოგვიმრავლა. მეტოქეთაგან გადამწყვეტი ბურთები ძმებმა ივანოვებმა ჩააგდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ერლ როულანდზე.
როსენ ბარჩევსკი:
თამაშის დაწყებამდე იმდენად არ ვდარდობდით იმ ქულებს, რომელიც უკრაინასთან გავანიავეთ. ახლა, როცა საქართველოს ძლიერ ნაკრებს მოვუგეთ, სინანულით ვიხსენებთ უკრაინასთან წაგებულ მატჩს. ის შეხვედრა რომ მოგვეგო, ახლა ჯგუფიდან ვიქნებოდით გასულები. სამწუხაროდ, ჩვენი ბედი სხვის ხელშია. ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ გავაკეთეთ. ახლა დაველოდოთ ბელგია – უკრაინის დაპირისპირებას და ვნახოთ, საქართველო გავა ჯგუფიდან თუ ბულგარეთი.