პულენის 13 ქულა ჰაიფელების დამარცხებაში

პულენის 13 ქულა ჰაიფელების დამარცხებაში

ჯეიკობ პულენის „ჰაპოელმა“ ისრაელის ჩემპიონატის მორიგ ტურში ჰაიფას „მაკაბი“ 103:92 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა კარგად ითამაშა და გამარჯვებაში საკუთრი წვლილიც შეიტანა.
 

 
ეს გამარჯვება იმითიცაა ღირებული, რომ ამ ტურამდე ჰაიფური ისრაელის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი იყო და მეორე ადგილზე იმყოფებოდა. იერუსალიმელებმა „მაკაბის“ არაფერი დაუთმეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. პულენი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 21 წუთში 13 ქულა და 5 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. იერუსალიმელებმა მეტოქე გუნდური თამაშის წყალობით დაამარცხეს, ერთბაშად 5 ჰაპოელის კალათბურთელი ასცდა ათქულიან ზღვარს.
 
პულენის გუნდს 9 მატჩიდან 5 მოგება აქვს და ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. ორშაბათს თამაშობს გიორგი შერმადინის „მაკაბი“, რომელიც სტუმრად „ბარაქ ნეთანიას“ დაუპირისპირდება.