პულენის 17-მა ქულამ იერუსალიმელებს ვერ უშველა

პულენის 17-მა ქულამ იერუსალიმელებს ვერ უშველა

ქართული პასპორტის მქონე ჯეიკობ პულენის 17-მა ქულამ იერუსალიმის „ჰაპოელს“ ისრაელის ჩემპიონატში ვერ უშველა. მეორე ტურის მატჩში იერუსალიმელებმა თელ ავივის „ჰაპოელს“ უმასპინძლეს და დაძაბული მატჩი 77:84 დათმეს.
 

 
პულენმა თამაში სასტრარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი – 35 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 17 ქულა, 3 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 5-დან 4 ოქრულიანი და 6-დან 3 სამიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა. პულენმა ზომაზე მეტი შეცდომა დაუშვა და ბურთი 7-ჯერ დაკარგა. იერუსალიმელთაგან ორმაგი დუბლი დააგროვა ნბა-ში თამაშის დიდი გამოცდილების მქონე გრეიგ სმიტმა, რომელმაც 21 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.
 
გიორგი შერმადინის „მაკაბი“ კვირას ისვენებდა და მეორე ტურის მატჩს დღეს გამართავს. თელავიველები ტრუმრად „აშქელონს“ დაუპირისპირდებიან. მომდევნო ტური 28 ოქტომბერს გაიმართება. პულენის გუნდი „ნეთანიას“ ესტუმრება, შერმადინის „მაკაბ“ კი „რიშონს“ უმასპინძლებს.