პულენმა ნეთანიას 17 ქულა ჩაუგდო

პულენმა ნეთანიას 17 ქულა ჩაუგდო

ჯეიკობ პულენის წარმატებული მატჩში ისრაელის ეროვნულ ჩემპიონატში. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა წევრმა მორიგი ტურის მატჩში 17 ქულა მოაგროვა, მისმა „ჰაპოელმა“ კი შინ „ნეთანია“ 79:70 დაამარცხა.
 
პულენი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მწვრთნელმა 34 წუთით დატვირთა. ამერიკელმა გამთამაშებელმა 7-დან 4 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 17 ქულა შეადგინა. ამას გარდა პულენს 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დაუგროვდა და ის იერუსალიმელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
 
„ჰაპოელს“, რომელსაც 8 მოგება და 6 მარცხი აქვს, ცხრილში მე-4 ადგილზე აღზევდა.