პულენმა თასზე 29 ქულა მიითვალა, შერმადინმა – 8

პულენმა თასზე 29 ქულა მიითვალა, შერმადინმა – 8

პირველი ოფიციალური მატჩები ჩაატარეს თავიანთ გუნდებში ისრაელში მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა – გიორგი შერმადინმა და ნატურალიზებულმა ჯეიკობ პულენმა. ორივე კალათბურთლმა ისრაელის თასის გათამაშების მეოთხედფინალში ითამაშა და ორივეს გუნდმა გაიმარჯვა.
 
გიორგი შერმადინის თელ ავივის „მაკაბი“ ჰაიფას „მაკაბის“ შეხვდა და 23 ქულის სხვაობით – 86:63 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა 23 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და თითო ჩაჭრა–დაფარება მიითვალა. შერმადინმა 5–დან 4 ორქულიანი გამოიყენა.
 
ჯეიკობ პულენის „ჰაპოელი“ „პოლონს“ შეხვდა და მეტოქე დამაჯერებელი სხვაობით – 93:69 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების წევრი მატჩისა და სრულიად მეოთხედფინალების ბომბარდირი გახდა. პულენმა იერუსალიმელებს 29 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
 
ნახევარფინალები ხვალ, 4 ოქტომბერს გაიმართება.