საქართველოს ჩემპიონატი ქალთა შორის. III ტური. თბილისი. 10–12 აპრილი
10 აპრილი
ზესტაფონი – ქუთაისი 86:42
23:6, 23:4, 24:17, 15;15
ზესტაფონი: ბაღდოიანი (23)
ქუთაისი: მანაგაძე (11)
თსუ- რუსთავი 61:58
14:16, 10:14, 20:14, 17:14
თსუ: კუპატაძე (14), კომლაძე (14)
რუსთავი: აბულაძე (24), საჯაია (19)
11 აპრილი
რუსთავი – ქუთაისი 61:43
15:10, 12;13, 14:9, 20:11
რუსთავი: საჯაია (14), სირბილაძე (14)
ქუთაისი: ალანია (12)
თსუ – ზესტაფონი 51:70
10:12, 16:14, 12:21, 13:23
თსუ: კომლაძე (21)
ზესტაფონი: ბაღდოიანი (32)
გუშინ ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სტარტი აიღო საქართველოს ქალთა ლიგის (ჩემპიონატის) მესამე ტურმა, რომელიც სამ დღეს გასტანს. შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპი ქუთაისში ჩატარდა, მეორე ტურს კი მარტის შუა რიცხვებში რუსთავმა უმასპინძლა.
ორი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე ზესტაფონის გუნდი გახლდათ, რომელმაც ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. გუშინ ზესტაფონელებმა მეზობელი ქუთაისელები გაანადგურეს, დღეს კი ერთ–ერთი კონკურენტი თსუ 70:51 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ მოედანს დაუბრუნდა ვეტერანი მაკა კუპატაძე. ისე კი, კუპატაძე ისედაც მოედანზე იყო – ის ხომ ეროვნული და საერთაშორისო კატეგორიის არბიტრია. ახლა კი მაკამ თამაშიც გაიხსნა და თავის ძველ გუნდ თსუ–ს ეხმარება. კუპატაძემ 14 ქულა მიაშველა სტუდენტებს რუსთაველებთან 61:58 მოგებულ მატჩში. აი, ზესტაფონთან კი ვერც კუპატაძემ და ვერც სხვამ თსუ–ს ვერ უშველეს. ზესტაფონელებმა სომეხი ლეგიონერების დახმარებით მიმდინარე წრის ორივე მატჩი მოიგეს და ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს.
ხვალ, 12 აპრილს, აკადემიის დარბაზში მესამე ტურის ბოლო მატჩები გაიმართება: „ზესტაფონი“ „რუსთავს“ შეხვდება, ხოლო თსუ – „ქუთაისს“.
სატურნირო ვითარება
ზესტაფონი 8 7 1 551:401 15
თსუ 8 5 3 514:420 13
რუსთავი 8 4 4 465:456 12
ქუთაისი 8 0 8 307:564 8
რუსთაველთა ფარს უტევს მაკა კუპატაძე
ზესტაფონი – ქუთაისი