ქალთა თასი თსუ–სია

 
ქალთა თასის ფინალი. თბილისი. სპორტის სასახლე. 24 მაისი
თსუ 72:47 ქუთაისი
13:12 21:24 18:11 20:0
თსუ: რუსუდან სიდამონიძე (22), ნათია აბულაძე (19), ხათუნა საჯაია (19), სალომე სირბილაძე (4), ანა იორაშვილი (4), ნათია ფუტკარაძე (2), თეონა კიკაბიძე (2), ნინო ჟღენტი, ლალი ურუშაძე, ლია რამიშვილი, დარეჯან ჭიქორიძე, თამუნა კაკულია
ქუთაისი: მარი კამკამიძე (23), მადონა ჟორჟოლიანი (14), ნინო ჩხეიძე (6), ქრისტინე ალანია (2), ქეთი ჯანაშია (2), ელენე მეფარიშვილი, ხატია ფესტვინიძე, ნინო მაღლაკელიძე, ნინო ლინჩიკი, გვანცა ღაღანიძე, ქეთინო ჭურაძე, ლიანა ლისენკოვა
 
 
იყო დრო, ქართულ ქალთა კალათბურთში ქუთაისელების ხანა იდგა. ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დროა – ელდარ კაპანაძის თსუ ბოლო წლებში ყველაფერს იგებს, რაც კი საქართველოში თამაშდება. სტუდენტები ჩემპიონატში ლიდერობენ, გუშინ კი მათ საქართველოს თასი მოიგეს.
თბილისელებმა საბოლოოდ იოლად მოიგეს, ბოლო მეოთხედში სულაც ქულა არ ჩააგდებინეს ქუთაისელებს, თუმცა მატჩის დებიუტში იმერლები ყოჩაღად გამოიყურებოდნენ და მეორე მეოთხედში წინაც გავიდნენ. ქუთაისელთაგან მარი კამკამიძე გამოირჩეოდა, რომელმაც სამი სამქულიანი ზედიზედ ჩააგდო და მეორე მეოთხედის ახალდაწყებულზე იმერლები დააწინაურა.
ეს იყო და ეს, ქუთაისელებმა მეტის გაკეთება ვეღარ შესძლეს. რუსუდან სიდამონიძემ, ნათია აბულაძემ და ხათუნა საჯაიამ თსუ–ს ლიდერობა მალევე დაუბრუნეს და დარჩენილ დროში ქუთაისელები ახლოსაც არ გაუკარებიათ.
საბოლოოდ თსუ–მ 72:47 იმარჯვა და საქართველოს თასის მფლობელი გახდა.