ქართელი ვეტერანები ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ადგილისთვის სერბეთს შეხვდებიან

ქართელი ვეტერანები ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ადგილისთვის სერბეთს შეხვდებიან

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა დასანანი მარცხი იწვნია ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა ვეტერანებმა სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის პირველობაზე 50 წელს გადაცილებულთა კატეგორიაში მასპინძლებთან 68:84 წააგეს. 

ჩვენს ნაკრებს აკლდა ერთ-ერთი ლიდერი პაატა გურასპაული, ხოლო ლევან წულაიამ წინა მატჩზე, ხორვარიათან თითი იტკინა და ნახევარფინალში სრული დატვირთვით ვერ ითამაშა. სლოვენიის ნაკრებმა ქართველები მეორე პერიოდში გატეხეს, რომელიც 25:11 მოიგეს და ამის შემდეგ პრობლემა აღარ შექმნიათ.

საქართველოს ნაკრებში სლოვენიათან მატჩში 24 ქულით ბომბარდირი გახდა გულივერ ახალკაცი. 5 სამქულიანი ჩააგდო და 19 ქულა მოიხვეჭა ზაზა ღონღაძემ, ხოლო გია სანაძის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.

საქართველოს ვეტერანთა ნაკრები ტურნირის დასკვნით მატჩში, რომელიც 30 მაისს მე-3 ადგილის მფლობელს გამოავლენს, სერბეთის ნაკრებს შეხვდებიან.