ქართული არმიის გამარჯვება გერმანიაში – 69:61

ქართული არმიის გამარჯვება გერმანიაში – 69:61

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “არმიამ” ევროსარბიელზე მორიგი წარმატებული მატჩი გამართა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა არმიელებმა გერმანიაში „გიოტინგენი“ 69:61 დაამარცხეს და ჯგუფში მეორე ადგილი კიდევ უფრო გაიმყარეს. ქართულ კლუბსა და მესამეზე მყოფ ჰოლანდიურ „ლეიდენს“ შორის სხვაობა უკვე 2 ქულაა (2 გამარჯვებაა). პარალელურად მიმდინარე მატჩში „ბეშიქთაშმა“ „ლეიდენი“ 76:69 დაამარცხა.
 
არმიელებმა „გიოტინგენი“ ევროჩელენჯის სადებიუტო მატჩში თბილისში 3 კვირის წინ დაამარცხეს. სპორტის სასახლეში 8 ნოემბერს გამართულ იმ მატჩს უამრავი გულშემატკივარი დაესწრო, რომელიც კოტე ტუღუშის გუნდის წარმატებული ევროდებიუტის მომსწრე გახდა. თავდაცვის სამინისტროს გუნდს „გიოტინგენის“ დამარცხება მაშინ შედარებით გაუჭირდა – მხოლოდ 6 ქულის სხვაობით – 82:76 მოიგო, თუმცა დღეს გერმანიაში არანაირი პრობლემა არ შექმნია.
 

ჯერემი რიჩარდსონმა “გიოტინგენი” არც გერმანიაში გაახარა
 
ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა ის გამოცდილებაა, რომელიც არმიელებმა ევროსარბიელზე მიიღეს. ლეგიონერები ევროჩელენჯისა და ქართული სუპერლიგის მატჩებში ერთმანეთში კარგად შეთამაშდნენ. ამას დაემატა ისიც, რომ „არმიამ“ 2 ახალი ლეგიონერი შეიმატა. მართალია კლიფტონ ჰოკინსს დღევანდელ მატჩში არ უთამაშია, მაგრამ მოედანზე გამოვიდა და დანარჩენ ლეგიონერებს დასვენების საშუალება მისცა მეტ ფრეიმ, რომელიც ლიბანური წარმოშობის ამერიკელია და ნბა–ში თამაშის გამოცდილებაც აქვს. ის 2006–07 წლებში ზაზა ფაჩულიასთან ერთად „ატლანტა ჰოუქსის“ ღირსებას იცავდა, ხოლო 2 წლით ადრე “ნიუ ორლეანში“ გამოდიოდა.
 
არმიელებმა პირველივე მეოთხედში რომ მოიპოვეს უპირატესობა, თამაშის ბოლომდე მეტოქე ახლოსაც არ გაუკარებიათ. ტუღუშის გუნდის ლიდერობამ მესამე მეოთხედის შუაწელში 20 ქულას მიაღწია, რის შემდეგაც ყველაფერი ცხადი გახდა, თუმცა შეხვედრის ბოლო წუთებზე მასპინძლებმა ოდნავ გაიბრძოლეს და მაქსიმუმს, რასაც მიაღწიეს, ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება იყო. შესანიშნავად ითამაშეს არმიელთა ლეგიონერებმა – იოაკიმ კიელბომის კარგად დაწყებული საქმე ჯერემი რიჩარდსონმა შესანიშნავად გააგრძელა. მეორე მეოთხედში ჩინებულად ჩაერთო თამაშში ანატოლი ბოისა, რომელმაც ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო და ჩვენიანთა დაწინაურებას ხელი შეუწყო. ბოისამ ღირსეულად შეცვალა პუერტორიკოელი გილერმო დიასი, რომელმაც შეხვედრის მე–7 წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.
 

 

 
გერმანულმა კლუბმა მხოლოდ შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე შეძლო ანგარიშის 10 ქულამდე შემცირება (54:64), ხოლო საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე კაილი ბეილის მიერ ჩაგდებულმა სამქულიანმა (57:64) მასპინძლებს მიზერული შანსები გაუჩინა. რიჩარდსონმა არმიელთა შეტევა უზუსტოდ დააგვირგვინა და გერმანულმა კლუბმა ვებერის ზუსტი სროლის შემდეგ, საფინალო სირენამდე 32 წამით ადრე ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. მორიგ შეტევაში გიოტინგელენელბი არმიელ უილიამ ტომასზე დაჯარიმდნენ და ამ უკანასკნელმა ორივე საჯარიმო ჩააგდო – 66:59 დასრულებამდე 21 წამით ადრე.
 
ბოლო წამები მასპინძელტაგან დროის მოგების მიზნით სულ წესების დარღვევებში გაილია. დავით საყვარელიძის ზუსტი სამი საჯარიმოს შემდეგ ანგარიში არმიელთა სასარგებლოდ 69:61 გახდა, თამაშის დასრულებამდე 14 წამი იყო დარჩენილი და გიოტინგენელთა წვალებასაც წერტილი აქ დაესვა. საბოლოოდ მატჩი ასეც დამთავრდა და კოტე ტუღუშის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მომდევნო შეხვედრას “არმია” 6 დეკემბერს თბილისში “ბეშიქთაშთან” გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის საგზურს ხომ მოიპოვებს და თან პირველი ადგილის დაკავებაზე სერიოზულ განაცხადეს გააკეთებს.
 
კოტე ტუღუში, „არმიას“ მთავარი მწვრთნელი:
– ძალიან გახარებული ვარ მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებით. ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ დაცვაში და „გიორტინგენს“ მხოლოდ 61 ქულა ჩავაგდებინეთ. ჩვენ გარკვეული პრობლემები გვქონდა შეტევაში და ბევრი ბურთიც დავკარგეთ, მაგრამ დაცვაში თავგანწირულმა გარჯამ მიზნამდე მიგვიყვანა.
 
ჯერემი რიჩარდსონი, „არმიას“ ფორვარდი:
„ეს იყო უდიდესი გამარჯვება ჩვენთვის. მეტოქე გუნდური თამაშის წყალობით დავამარცხეთ, დაცვაში ცოტა შეცდომა დავუშვით. „გიოტინგენი“ ძლიერი გუნდი, სატურნირო ვითარება ადეკვატურად ვერ გამოხატავს ამ გუნდის შესაძლებლობებს.
 
შტეფან მინაკი, „გიოტინგენის“ მთავარი მწვრთნელი:
– მეამაყება, რომ მიუხედავად დიდი ჩამორჩენისა, ჩემი გუნდი არ დანებდა და თამაშის ბოლოს წარმატების შანსიც ჰქონდა. მხოლოდ 20 წუთი აქტიური თამაშით მატჩს ვერ მოიგებ. საჭიროა, მთელი შეხვედრის განმავლობაში იყო მობილიზებული და თამაშში ყველაფერი ჩადო.
 

 
 
ევროჩელენჯი. ჯგუფური ეტაპი. Bჯგუფი. IV ტური.
 გერმანია. გიოტინგენი. 29 ნოემბერი
 
გიოტინგენი 61:69 არმია
17:19, 12:25, 12:11, 20:14
გიოტინგენი: ევანსი (12), ბეილი (8), აჰელეგბე (12), ჰორნი (4), ნოხი (8), ვებერი (7), საიკსი (7), მარფა (3)
არმია: რიჩარდსონი (23ქ, 5მ), ბოისა (6), კვიმსაძე, ტომასი (12ქ, 13მ, 3პ), კიელბომი (11ქ, 10მ, 4დ), დიასი (4), საყვარელიძე (3), გეინსი (10ქ, 6პ), ფრეი
 
სატურნირო ვითარება
 
1. ბეშიქთაში                4         0       370:303        82. არმია                        3         1       307:311        73. ლეიდენი                  1         3       278:307        54. გიოტინგენი              0        4       302:336         4
 
 
6 დეკემბერიარმია – ბეშიქთაში
7 დეკემბერილეიდენი – გიოტინგენი
13 დეკემბერიგიოტინგენი – ბეშიქთაშილეიდენი – არმია