ქართული დერბი ერევანში: ნაკრებმა “აკადემია” დაამარცხა

ქართული დერბი ერევანში: ნაკრებმა “აკადემია” დაამარცხა

სომხეთში ქართული დერბი გაიმართა. ერევანში, „მიკას“ დარბაზში ერთმანეთს „აკადემიას“ 16–წლამდელთა გუნდი და საქართველოს 15–წლამდელთა ნაკრები შეხვდნენ. მატჩი ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ ნაკრების გამარჯვებით – 69:65 დასრულდა. ერევანში აკადემიელთა მწვრთნელ ირაკლი ტომარაძეს დავუკავშირდით…
 

 
– კარგი მატჩი გამოვიდა. ორივე გუნდმა საკმაოდ კარგად ითამაშა და მთლიანობაში ნაყოფიერი სპარინგი გამოგვივიდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ხან ერთი გუნდი ლიდერობდა, ხანაც მეორე, მაგრამ 5 ქულაზე წინ არც ერთი არ გასულა.
– ვის გამოარჩევდით?
– ყველამ კარგად ითამაშა, ბიჭები ცდილობდნენ, მწვრთნელების დავალება მაქსიმალურად შეესრულებინად. „აკადემიიდან“ ყველაზე მეტი – 12 ქულა თემურ პეტრიაშვილმა ჩააგდო, ხოლო ნაკრებიდან ლევან გოგოლაძე იყო 14 ქულით ბომბარდირი.
– მომავლი მატჩი ვისთან გაქვთ?
– დღეს ჩვენი გუნდი ისვენებს, ხოლო 15–წლამდელთა ნაკრები ერევნის „არტექსს“ ეთამაშება.
– ერევნის ტურნირის პირველი მატჩი სომხურ „დინამოს“ მოუგეთ. რას იტყვით ამ მატჩზე და დანარჩენ მეტოქეებზე?
– იმ სამი გუნდიდან, რომლებიც ტურნირში მონაწილეობენ, „დინამო“ ყველაზე ძლიერია. ეს არის ფაქტობრივად სომხეთის 16–წლამდელთა ნაკრები. მხოლოდ 2 კალათბურთელი აკლიათ, რომლებიც ამავე ტურნირზე, სხვა გუნდებში თამაშობენ. დინამოელებს 14 ქულით მოვუგეთ, „არტექსთან“ და „შირაქთან“ სათამაშო გვაქვს და იმედია, კარგ გამოცდილებას მივიღებთ.