ქართული ლეგიონი

იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
დამარცხდა ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ტერამო”, რომელსაც შინ “აველინომ” დიდი სხვაობით მოუგო. საქართველოს ნაკრების წევრმა თამაშიდან ოთხივე სროლა გამოიყენა, თუმცა ,ასპინძლეთა უპირატესობა თავიდანვე დიდი იყო და სტუმრებიც მიმდინარე სეზონშI მეხუთედ დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ “აველინომ” საშუალო სროლების 65 პროცენტი გამოიყენა.
აველინო – ტერამო 101:8127:21, 22:16, 28:14, 24:30აველინო: დ. სმიტი (26 ქ. 6 მ. 4 პ), რადულოვიჩი (20 ქ. 3 პ), ორტისი (13 ქ), ე. უილიამსი (12 ქ), მ. გრინი (10 ქ. 4 პ).ტერამო: ბ. ბრაუნი (17 ქ. 7 მ. 4 პ), ტაკერი (14 ქ), პოეტა (14 ქ), პაუელი (10 ქ), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (20 წუთი, 8 ქულა, 3 მოხსნა).
ტერამო: 12 მატჩი, 6:5, X ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
ნამდვილი სენსაცია მოახდინა ტაირონ ელისის “კახასოლმა”, რომელმაც შინაურ არენაზე თვით “ბარსელონას” მოუგო. თავად ტაირონმა ამჯერად მხოლოდ 7 ქულა იკმარა, თუმცა მოხსნებზე იაქტიურა და 7 მოხსნით თავის გუნდში საუკეთესო გახდა. ელისმა თამაშიდან 5-ში 2 სროლა შეასრულა ზუსტად და დაცვაში კარგი თამაშით გამოიჩინა თავი.
კახასოლი – ბარსელონა 75:5810:12, 21:8, 28:14, 16:24კახასოლი: იგნერსკი (15 ქ), ბუენო (11 ქ), მაილზი (10 ქ. 6 პ. 5 მ), კეროლი (10 ქ), ტაირონ ელისი (28 წუთი, 7 ქულა, 7 მოხსნა).ბარსელონა: ლაკოვიჩი (17 ქ), ფ. ვასკესი (11 ქ).
კახასოლი: 9 მატჩი, 3:6, მე-13 ადგილი.
ტაირონ ელისი: 9 მატჩი (9 სასტარტოში), 12.8 ქულა, 3.4 მოხსნა, 2.7 პასი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
რუსეთივლადიმერ ბოისა (სპარტაკ-პრიმორიე)

“სიბირტელეკომთან” იოლი გამარჯვება მოიპოვა ვლადიმერ ბოისას “სპარტაკ-პრიმორიემ”. ბოისამ 23 წუთში 7 ქულა და 6 მოხსნა (2 შეტევაში) დააგროვა და 3 საშუალო სროლიდან 2 გამოიყენა. საქართველოს ნაკრების წევრი ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო, მისმა გუნდმა კი მიმდინარე რეგულარულში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და პირველ ათეულში ადგილს ინარჩუნებს.
სპარტაკ-პრიმორიე – სიბირტელეკომი 97:6522:17, 18:20, 32:17, 25:11სპარტაკ-პრიმორიე: მაშკანცევი (20 ქ. 9 მ), ჯ. ბლერი (19 ქ. 10 მ), ბრემერი (18 ქ), სუხორუკოვი (11 ქ), ვლადიმერ ბოისა (23 წუთი, 7 ქულა, 6 მოხსნა).სიბირტელეკომი: პოდკოლზინი (12 ქ. 7 მ), ზემლიჩი (10 ქ), კრივოშეევი (9 ქ. 10 მ).
სპარტაკ-პრიმორიე: 9 მატჩი, 4:5, მე-9 ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)
აგრძელებს ბენეფისურ თამაშს მანუჩარ მარკოიშვილი, რომელმაც უკრაინის ჩემპიონატის მორიგ ტურში “ნიკოლაევთან” გასვლით შეხვედრაში 25 წუთში 27 (!) ქულა შესძინა თავის გუნდს და სტუმრებმაც იოლი, 86:68 გამარჯვება მოიპპვეს. მანუმ თამაშიდან 15-ში 10 სროლა გამოიყენა და დაცვაშიც ჩვეულად, აქტიურად ითამაშა. უკრაინულმა მასმედიამ მანუჩარი აღნიშნული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
ნიკოლაევი – კიევი 68:8617:22, 22:23, 13:23, 16:18ნიკოლაევი: რაევსკი (17 ქ. 6 პ. 4 მ), გილევიჩი (16 ქ).კიევი: მანუჩარ მარკოიშვილი (25 წუთი, 27 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი), დროზდოვი (15 ქ. 5 მ), დევისი (14 ქ), კრავცოვი (10 ქ. 10 მ), ჯეტერი (10 ქ. 7 პ. 5 მ).
კიევი: 7 მატჩი, 7:0, პირველი ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.