ქართული ლეგიონი

ვლადიმერ ბოისას წარმატებული დებიუტი საბერძნეთის ჩემპიონატში
იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ნიკოლოზ ცქიტიშვილი და მისი “ტერამო” “რომასთან” 61:78 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების ფორვარდის ანგარიშზე 24 წუთში 12 ქულა იყო, თუმცა ეს არ გამოდგა საკმარისი საბოლოო გამარჯვებისთვის და საკმაოდ კარგი სტარტის შემდეგ, მისი გუნდი მორიგ შეხვედრაში დამარცხდა, რაც სატურნირო მდგომარეობაზეც ნეგატიურად აისახა. ცქიტიშვილმა ამ დროში 7/4 სროლა გამოიყენა და 5 საჯარიმოდან მხოლოდ ერთის გამოყენება ვერ მაოხერხა. მის ანგარიშზე ასევე 7 მოხსნა (ორივე გუნდში კიდევ ორ მოთამაშესთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელი) და ერთი შედეგიანი გადაცემა იყო. ნიკამ ნაყოფიერების კოეფიციენტის მხრივ (1.71) თავის გუნდში უმაღლესი შეფასება მიიღო.
ტერამო: 19 მატჩი, 8:11, XII ადგილი.ნიკოლოზ ცქიტიშვილი: 19 მატჩი (19 სასტარტოში), 11.2 ქულა, 5.0 მოხსნა, 0.7 შედეგიანი გაადცემა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
მორიგი მარცხი განიცადა ტაირონ ელისის “კახასოლმა” და საქართველოს ნაკრების წევრისთვის ეს მისი საუკეთესო გამოსვლა არ ყოფილა. ელისმა “უნიკახასთან” 77:82 წაგებულ დაპირისპირებაში თამაშიდან 11/3 სროლა გამოიყენა და სამწუხაროდ, ექვსივე სამქულიანი ტყორცნა არაზუსტად შეასრულა. მის ანგარიშზე ასევე 3 შედეგიანი გადაცემა იყო, ხოლო ორივე გუნდის შემადგენლობაში კი ყველაზე მეტი ქულა (22) “უნიკახას” ლიდერმა მარკუს ჰეისლიპმა დააგროვა. ტაირონ ელისმა მოედანზე 27 წუთი გაატარა.
კახასოლი: 17 მატჩი, 4:13, XVII ადგილი.ტაირონ ელისი: 17 მატჩი (17 სასტარტოში), 12.8 ქულა, 3.0 მოხსნა, 2.6 შედეგიანი გადაცემა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
საბერძნეთივლადიმერ ბოისა (არისი)

ვლადიმერ ბოისამ საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში 11 ქულა დააგროვა, ხოლო მისმა “არისმა” კი 88:71 “ეგალეო” დაამარცხა და 11 ტურის შემდეგ 8 მოგებით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება.ბოისას გამოსვლა დადებითად შეაფასეს ბერძნულმა სამასმედიო საშუალებებმა, ხოლო “არისის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი შემდეგი ინფორმაცია იყო: “საქართველოს ნაკრების ფორვარდს ვლადიმერ ბოისას “არისში” საჩემპიონატო დებიუტი აშკარად წარმატებული ჰქონდა და ყველანი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მისი სახით ჩვენმა გუნდმა მაღალი დონის მოთამაშე დაიმატა. ბოისას თამაშს პოზიტიური შეფაება მისცა საქართველოს ნაკრებში მისმა ყოფილა თავკაცმაც, “არისის” მთავარმა მწვრთნელმა, მისტერ გორდონ ჰერბერტმაც”
არისი: 11 მატჩი, 8:3, III ადგილი.
ესტონეთიგიორგი ცინცაძე (როკი)
არაჩვეულებრივი პერიოდი უდგას საქართველოს ნაკრების გამთამაშბელს, ესტონური “როკის” ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ცინცაძეს, რომელმაც ზედიზედ მესამე შეხვედრაში მოახერხა 15 და მეტი ქულის დაგროვება.ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის, “კალევის” წინააღმდეგ შეხვედრაში, ცინცაძემ 17 ქულა დააგროვა და სწორედ მისი კარგი თამაშით მოიგო “როკმა” მატჩის ბოლო და გადამწყვეტი მონაკვეთი ანგარიშით 10:2. აღსანიშნავია, რომ “კალევისთვის” ეს მიმდინარე რეგულარულში პირველი წაგება იყო, ხოლო ცინცაძის გუნდს კი აღნიშნულმა მოგებამ ოპონენტთან ჩამორჩენის შემცირებიოსმშანსი მისცა. მათ ამჯერად მხოლოდ ორი მოგებაღა აშორებთ.
როკი: 18 მატჩი, 15:2, II ადგილი.
უკრაინამანუჩარ  მარკოიშვილი (კიევი)
კვლავ დაუმარცხებელია მანუჩარ მარკოიშვილის “კიევი”, რომელმაც უკრაინის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში, გასვლაზე “კრივბასბასკეტი” 75:56 გაანადგურა.საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მატჩი შემდეგი სტატისტიკური მაჩვენებლებით დაასრულა – 29 წუთი (თავის გუნდში ყველაზე მეტი), 20 ქულა (მასზე მეტი მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა არტურ დროზდოვმა გააკეთა), 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და რაც მთავარია, მან 8 სამქულიანიდან 5 ზუსტად შეასრულა. მარკოიშვილმა საკმაოდ სოლიდურ დროში ერთადერთი შეცდომა დაუშვა.
კიევი: 14 მატჩი, 14:0, I ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.