ქართული ლეგიონი

NBAზაზა ფაჩულია (ატლანტა ჰოქსი)
რეგულარულის მორიგ შეხვედრაში, ზაზა ფაჩულიამ და მისმა “ჰოქსმა” საკუთარ მოედანზე “მეჯიქი” დაამარცხსე 98:90. საქართველოს ნაკრების წევრმა 12 წუთში 4 ქულა და სამი მოხსნა დააგროვა. ფაჩულიას ანგარიშზე ასევე 4 შეცდომა და 2 პერსონალური შენიშვნა იყო.
“ჰოქსის” რიგებში 34 ქულით თავი ჯო ჯონსონმა გამოიჩინა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 69 მატჩი, 30:39, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, VIII ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
ზაზა ფაჩულია: 49  მატჩი (5 სასტარტოში), 4.9 ქულა, 4.0 მოხსნა, 0.5 შედეგიანი გადაცემა.
მომდევნო მატჩი: 25 მარტი (სტუმრად, ჩიკაგო).
იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა “აველინოსთან” 79:82 წაგებულ შეხვედრაში 17წუთში 14 ქულა დააგროვა და თამაშიდან 7-ში 5 სროლა გამოიყენა. სამწუხაროდ, ეს არ გამოდგა საკრამრისი საბოლოო გამარჯვებისთვის.
“ტერამო” პირველი მეოთხედის შემდეგ 14 ქულას აგებდა, ბოლოში კი ახლოს იყო ანგარიშის გასათანაბრებლად, თუმცა ”აველინომ” მაინც იმარჯვა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ტერამო: 28 მატჩი, 12:16, XIII ადგილი.
ნიკოლოზ ცქიტიშვილი: 27 მატჩი (27 სასტარტოში), 10.7 ქულა, 4.6 მოხსნა, 0.9 შედეგიანი გადაცემა.
ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
სენსაცია დაფიქსირდა ტაირონ ელისის “კახასოლისა” და “ბარსელონას” შორის მატჩში, რომელიც “კახასოლმა” 86:76 მოიგო და გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა.
35 წუთში ელისმა 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და 6 სამქულიანიდან მხოლოდ 1 გამოიყენა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
კახასოლი: 26 მატჩი, 10:16, X ადგილი.
ტაირონ ელისი: 26 მატჩი (26 სასტარტოში), 13.1 ქულა, 3.0 მოხსნა, 2.4 შედეგიანი გადაცემა.
საბერძნეთივლადიმერ ბოისა (არისი)
ვლადიმერ ბოისამ და მისმა “არისმა” ჩემპიონატის მორიგ ტურში საკუთარ მოედანზე სროლების დიდი ნაწილი გააფუჭეს და “ოლიმპიასთან” 48:58 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების წევრმა მატჩი უქულოდ დაასრულა, ფინელმა ვეტერანმა ჰანო მოტოლამ მხოლოდ 2 ქულა დააგროვა.
არისი: 21 მატჩი, 14:7, III ადგილი.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)
უკრაინის ჩემპიონატის მორიგ ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “კიევმა” საკუთარ მოედანზე იოლად დაამარცხა “ჩერკასკი მავპი” 88:61.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 24 ქულა დააგროვა, 8 სამქულიანიდან 4 გამოიყენა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა დააგროვა. მარკოიშვილმა შეხვედრა 2 პერსონალური შენიშვნით დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
კიევი: 20 მატჩი, 20:0, I ადგილი.