ქართული ლეგიონი

ქართული ლეგიონი

NBA
ზაზა ფაჩულია (ატლანტა ჰოქსი)
ატლანტა – კლიპერსი 117:93
“ჰოქსმა” საკუთარ მოედანზე უპრომლემოდ დაამარცხა “კლიპერსი”, რომელსაც არც ამჯერად ჰყოლია ტრავმირებული ცენტრი კრის კამანი.

საქართველოს ნაკრების წევრმა, ზაზა ფაჩულიამ 20 წუთი ითამაშა და ამ დროში 5 ქულა, 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან თამაშიდან 5/1 სროლა გამოიყენა და  4/3 საჯარიმო ზუსტად შეასრულა.
ფაჩულიამ ორი პერსონალური შენიშვნა მიიღო და მას ერთხელ დაუფარეს.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ გაეცნობით.
ნიუ იორკი – ატლანტა  98:109
“ჰოქსმა” ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, რაშიც ყველაზე დიდი როლი 28 28 ქულითა და 11 ზუსტი პასით ჯო ჯონსონმა შეიტანა.
“ატლანტა” ამ მოგებით აღმოსავლეთში მერვე პოზიციაზე მყოფ “ნიუ ჯერსის” დაეწია და დარჩენილ მატჩებში საფლეიოფო შედეგის ჩვენების რეალური შანსი ექნება.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ გაეცნობით.
ატლანტა: 66 მატჩი, 28:38, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, IX ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
ზაზა ფაჩულია: 46 მატჩი (5 სასტარტოში), 4.7 ქულა, 4.0 მოხსნა, 0.5 შედეგიანი გადაცემა.
მომდევნო მატჩი: 17 მარტი (სტუმრად, “ვაშინგტონი”).
ესტონეთიგიორგი ცინცაძე (როკი)
ესტონეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი ცინცაძის “როკი” საკუტარ მოედანზე “პარნუს” შეხვდა და 91:55 გაანადგურა მეტოქე.
საქართველოს ნაკრების წევრის ანგარიშზე 26 წუთში 16 ქულა (9 საშუალო სროლიდან 6 გამოიყენა), 8 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო.
როკი: 28 მატჩი, 25:3, II ადგილი.
იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და “ტერამომ” მორიგი ტურის შეხვედრა ანგარიშით 100:98 მოუგეს გასვლაზე “ბიელას”.
მესამე მეოთხედის შემდეგ, “ტერამო” 77:59 იგებდა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მაინც გაუჭირდა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდს არ უთამაშია, ხოლო მისმა გუნდმა კი მეთორმეტე გამარჯვება მოიპოვა. 
ტერამო: 27 მატჩი, 12:15, XII ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ტაირონ ელისის “კახასოლმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე 81:76 “ვალიადოლიდი” დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა შეხვედრა მხოლოდ 3 ქულით დაასრულა და თამაშიდან 25 წუთში 7-დან 1 სროლა შეასრულა ზუსტად. ელისის ანგარიშზე ასევ 4 მოხსნა (3 – დაცვაში) და 1 შედეგიანი გადაცემა იყო.
ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო მიხალ იგნერსკი, რომელმაც “კახასოლს” 22 ქულა შესძინა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
კახასოლი: 25 მატჩი, 9:16, XIII ადგილი.ტაირონ ელისი: 25 მატჩი (25 სასტარტოში), 13.4 ქულა, 3.0 მოხსნა, 2.2 შედეგიანი გადაცემა.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)
მანუჩარ მარკოიშვილის “კიევმა” გასვლაზე 87:61 “დნეპრი” გაანადგურა და უკრაინის ჩემპიონატში კვლავაც დაუმარცხებლად ლიდერობს.
მარკოიშვილმა ითამაშა 19 წუთი, დააგროვა 7 ქულა და შეხვედრა ასევე 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და ერთი ჩაჭრითაც დაასრულა.
კიევი:  20 მატჩი, 20:0,   I ადგილი.
საბერძნეთივლადიმერ ბოისა (არისი)
ვლადიმერ ბოისამ საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში გასვლაზე აელთან 5 ქულა დააგროვა, მისი გუნდი კი დამატებით დროში 98:104 დამარცხდა.
არისი: 20 მატჩი, 14:6, III ადგილი.