ქართული ლეგიონი

ტაირონ ელისმა ხუვენტუდთან 27 ქულა დააგროვა
იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
კვლავ, ამჯერად საკუთარ მოედანზე დამარცხდა ნიკოლოზ ცქიტიშვილი “ტერამო”. გუნდმა 91:97 დათმო მატჩი “ორლანდოსთან”.
საქართველოს ნაკრების წევრის, ცქიტიშვილის ანგარიშზე 23 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა (2 – შეტევაში) და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. ცქიტიშვილმა თამაშიდან 7-ში 4 სროლა გამოიყენა და 3 პერსონალური შენიშნვაც მიიღო. მასზე ასევე სამჯერ დაჯარიმდნენ.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ტერამო: 26 მატჩი, 11:15, XII ადგილი. ნიკოლოზ ცქიტიშვილი: 26 მატჩი (26 სასტარტოში), 10.6 ქულა, 4.6 მოხსნა, 0.9 შედეგიანი გადაცემა.
ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
ტაირონ ელისმა მიმდინარე რეგულარულში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა “ხუვენტუდთან” წაგებულ შეხვედრაში 27 ქულა დააგროვა და თამაშიდან  16-ში 7 ტყროცნა გამოიყენა.

ტაირონის ანგარიშზე ასევე 6 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა იყო. ელისის 27 ქულა ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო, ხოლო “ხუვენტუდში” კი 18 ქულით ყველაზე შედეგიანი რუდი ფერნანდესი იყო.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
კახასოლი: 24 მატჩი, 8:16, XVI ადგილი. ტაირონ ელისი: 24 მატჩი (24 სასტარტოში), 13.8 ქულა, 3.0 მოხსნა, 2.3 შედეგიანი გადაცემა.
საბერძნეთივლადიმერ ბოისა (არისი)
მორიგი გამარჯვება მოიპოვა ვლადიმერ ბოისას “რისმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “მარუსის”  72:59  აჯობა.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)
“კიევს” არ უთამაშია.
კიევი: 19 მატჩი, 19:0, I ადგილი.