ქართული ლეგიონი

ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
ტაირონ ელისმა “გრანადასთან” შეხვედრაში 19 წუთში თავის გუნდს 9 ქულა და ერთი შედეგიანი გადაცემა შესძინა, თამაშიდან კი 5/2 სროლა გამოიყენა. ელისმა 4 საჯარიმოდან 3 ზუსტად შეასრულა. ელისის თანაგუნდელი ანდრეს მისო 21 ქულით შეხვედრის ტოპმექულე გახდა.
კახასოლი: 31 მატჩი, 12:19, XIII ადგილი.ტაირონ ელისი: 31 მატჩი (31 სასტარტოში), 12.7 ქულა, 2.9 მოხსნა, 2.0 შედეგიანი გადაცემა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)
მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა უკრაინის ფლეი ოფის პირველი ორი შეხვედრა მოუგო “დნეპრს” და სერიაში ანგარიშია 2:0 “კიევის” სასარგებლოდ.
პირველ მატჩში “კიევმა” მეტოქეს 82:66 აჯობა, მეორე მატჩი კი ფავორიტმა თავის სასარგებლოდ 73:67 დაასრულა. მარკოიშვილს ტრავმის გამო არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.
საბერძნეთივლადიმერ ბოისა (არისი)

საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში “არისმა” საკუტარ მოედანზე 94:67 “ეგალეო” დაამარცხა. ვლადიმერ ბოისამ ამ სეზონში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და გორდონ ჰერბერტის გუნდს 15 ქულა შესძინა.
არისი: 25 მატჩი, 17:8, III ადგილი.
იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
“ტერამომ” საკუთარ მოედანზე 88:85 დაამარცხა “პრემიატა”, საქართველოს ნაკრების წევრს, ნიკოლოზ ცქიტიშვილს კი შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
ტერამო: 30 მატჩი, 15:15, X ადგილი.