ქართული ლეგიონი

გიორგი ცინცაძემ როკს კალევი დაამარცხებინა
ესტონეთიგიორგი ცინცაძე (როკი)
 
ესტონეთის პირველობაში აგრძელებს სტაბილურად გამოსვლას საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცინცაძე.
ჩემპიონატის ბოლო ტურში “როკი” ერთპიროვნულ ლიდერს, “კალევს” შეხვდა და სწორედ ცინცაძის ძალიან კარგი თამაშით აჯობა მოწინააღმდეგეს.
შეხვედრის გამარჯვებული ვინაობა ბოლო წუთებზე ცინცაძემ გადაწყვიტა. მან ჯერ ზედიზედ ორჯერ ზუსტი პასები გაუკეთა თანაგუნდელებს, ხოლო მას მერე, რაც “კალევმა” ზუსტი საშუალო სროლა გააკეთა, ქართველმა უკანახაზელმაც ზუსტად გაისროლა და გამარჯვებულის ვინაობაც ამ სროლამ გადაწყვიტა.
საბოლოოდ, გიორგი ცინცაძემ 40 წუთში 23 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
ბოლოსწინა ტურში კი ცინცაძემ და მისმა გუნდმა სერგო ათუაშვილის ტტუ-ს მოუგეს 117:60, გიორგიმ კი 31 წუთში 28 ქულა შესძინა თავის გუნდს და მატჩი 4 ზუსტი პასითაც დაასრულა. სერგო ათუაშვილმა 4 ქულა და ამდენივე მოხსნა გაკეთა.
როკი: 36 მატჩი, 33:3, I ადგილი.
იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
საქართველოს ნაკრების ფორვარდს, ნიკოლოზ ცქიტიშვილს არც ამჯერად მიეცა თავის გამოჩენის საშუალება, მისმა გუნდმა კი ვერაფერი დაუპირისპირა ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ “მონტეპასკის” და 63:97 დამარცხდა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ტერამო: 31 მატჩი, 14:17, XII ადგილი.
ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
ტაირონ ელისმა და მისმა “კახასოლმა” კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა საფლეიოფო ზონას მაინც საკმაოდ ჩამორჩებიან. ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში “კახასოლმა” გასვლაზე 89:74 “მურსია” დაამარხა, ხოლო საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა კი მატჩი 19 წუთში 5 ქულით, 3 მოხსნითა და 1 შედეგიანი გაადცემით დაასრულა. ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო “კახასოლის” წევრი მიხალის კაკიუზისი, რომელმაც მატჩი 23 ქულით დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
კახასოლი: 30 მატჩი, 11:19, XIII ადგილი. ტაირონ ელისი: 30 მატჩი (30 სასტარტოში), 12.7 ქულა, 3.0 მოხსნა, 2.1 შედეგიანი გადაცემა.
საბერძნეთივლადიმერ ბოისა (არისი)
არისს თამაში არ ჩაუტარებია.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)
კიევს თამაში არ ჩაუტარებია.