ქართული ლეგიონი

ვლადიმერ ბოისას გუნდის მორიგი გამარჯვება
NBAზაზა ფაჩულია (ატლანტა ჰოქსი)
ატლანტა – ფილადელფია 104:109
“ჰოქსი” აგრძელებს საფლეოფო საგზურისთვის ბრძოლას. მორიგ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ და მისმა გუნდმა მატჩის ბოლოს დასანანი შეცდომები დაუშვეს და 104:109 “ფილადელფიასთან” დამარცხდნენ, რომლის რიგებშიც 30 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა ანდრე იგუოდალამ დააგროვა.
რაც შეეხება ფაჩულიას, იგი მოედანზე 17 წუთს იყო და ამ დროში მან 6 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა, თამაშიდან კი 5/3 სროლა შეასრულა ზუსტად. ფაჩულიას ანგარიშზე ასევე 2 შეცდომა და 1 პერსონალური შენიშვნა იყო.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ფილადელფია – ატლანტა 85:92
“სიქსერზი” და “ჰოქსი” ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამჯერად, გამარჯვება ჯორჯიელებმა მოიპოვეს, ხოლო მათმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ კი წინა მატჩის თითქმის იდენტური მაჩვენებლები დააფიქსირა.
ქართველმა ცენტრმა 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა გუნდს და 15 წუთში მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა. ფაჩულიას არცერთი პერსონალური შენიშვნა არ მიუღია.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 77 მატჩი, 36:41, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, VIII ადგილი აღმოსავლეთის დივიზიონში.
ზაზა ფაჩულია: 57 მატჩი (5 სასტარტოში), 5.1 ქულა, 4.1 მოხსნა, 0.5 შედეგიანი გადაცემა.
მომდევნო მატჩი: 9 აპრილი (სტუმრად, ინდიანა).
ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
ჩემპიონატის მორიგ ტურში ტაირონ ელისის “კახასოლი” საკუთარ მოედანზე “პამესასთან” 80:97 დამარცხდა და ოდნავ გაიუარესა სატურნირო მდგომარეობა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანგარიშზე 34 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა და 15-დან 6 ზუსტი სროლა იყო. ელისმა შეხვედრა 3 ზუსტი სამქულიანით დაასრულა.
“პამესაში” კი საუკეთესო იყო შემონდ უილიამსი, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა, 5 მოხსნა და ამდენივე ზუსტი პასი იყო. მასპინძელთა მიხალ იგნერსკიმ შეხვედრა 25 ქულით ჩაამთავრა.
კახასოლი: 29 მატჩი, 10:19, XVI ადგილი.ტაირონ ელისი: 29 მატჩი (29 სასტარტოში), 13.0 ქულა, 3.0 მოხსნა, 2.1 შედეგიანი გადაცემა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)
მანუჩარ მარკოიშვილსა და “კიევს” არ უთამაშიათ.
კიევი: 22 მატჩი, 21:1, I ადგილი.
იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
“ტერამოსა” და “სკავოლინის” შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა საქართველოს ნაკრების ფორვარდს, ნიკოლოზ ცქიტიშვილს, მისმა გუნდმა კი 95:93 იმარჯვა და მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა აქტივში.
ტერამო: 30 მატჩი, 14:16, XII ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
საბერძნეთივლადიმერ ბოისა (არისი)

მორიგ შეხვედრაში ვლადიმერ ბოისამ და “არისმა” 75:64 “კოლოსოსი” დაამარცხეს და მყარად ინარჩუნებენ მესამე პოზიციას.
საქართველოს ნაკრების წევრმა თავის გუნდს 5 ქულა შესძინა, ხოლო გორდონ ჰერბერტის გუნდში კი ყველაზე შედეგიანი ჯერემია მასეი იყო, რომელმაც მატჩი 20 ქულით ჩაამთავრა.
არისი: 23 მატჩი, 15:8, III ადგილი.
მატჩის მიმოხილვას აქ იხილავთ.