ქართული ლეგიონი

ტერამო და ცქიტიშვილი გასვლაზე აგებენ
NBAზაზა ფაჩულია (ატლანტა ჰოქსი)
შესანიშნავ ფორმაშია ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოქსი”. მორიგ შეხვედრაში ჯორჯიელებმა საკუთარ მოედანზე 107:95 “ინდიანა პეისერზი” დაამარცხა და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. სამწუხაროდ, ფაჩულიამ ამაში დიდი წვლილი ვერ შეიტანა და 19 წუთში 8 ტყორცნიდან მხოლოდ 2 გამოიყენა. ზაზამ ასევე 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა და ამდენივე დაფარება გააკეთა. ქართველმა ცენტრმა შეხვედრა 5 შეცდომითა და 2 პერსონალური შენიშვნით ჩაამთავრა.
ატლანტა: 27 მატჩი, 15:12, მეორე ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში.ზაზა ფაჩულია: 16 მატჩი (5 სასტარტოში), 6.2 ქულა, 4.4 მოხსნა, 0.4 შედეგიანი გადაცემა.
მომდევნო მატჩი: 29 დეკემბერი, ატლანტა – დალასი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ტერამო” მორიგ ტურში გასვლაზე “პრემიატასთან” 92:106 დამარცხდა. რაც შეეხება ცქიტიშვილს, მან გადამეტებული პერსონალურების გამო (საბოლოოდ, 5 ფოლით გავადრდა) მოედანზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა და 8 ქულით გამოიჩინა თავი. საქართველოს ნაკრების წევრმა თამაშიდან 5/4 სროლა გამოიყენა. მის ანგარიშზე ასევე 3 მოხსნა იყო. მასპინძლეთა შემადგენლობაში 23 ქულით ყველაზე შედეგიანი ვალერიო ამორუზო გახდა.
ტერამო: 14 მატჩი, 7:9, X ადგილი.ნიკოლოზ ცქიტიშვილი: 16 მატჩი (16 სასტარტოში), 11.4 ქულა, 4.7 მოხსნა, 0.8 შედეგიანი გადაცემა.
მატჩის სტატისტკას აქ იხილავთ.