ქართული ლეგიონი

NBAზაზა ფაჩულია (ატლანტა)
დეტროიტი – ატლანტა 91:81
აღმოსავლეთის ერთ-ერთ ლიდერთან გასვლით შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ ამ სეზონში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და ორივე გუნდში ყველაზე მეტი, 6 მოხსნა დააგროვა თავდასხმაში. საქართველოს ნაკრების წევრმა საბოლოოდ, მატჩი ორმაგი დუბლით (10 ქულა და 11 მოხსნით) დაასრულა და ეს მიუხედავად იმისა, რომ “დეტროიტს” სამწამიანში ისეთი მოთამაშეები ჰყავს, როგორებიც რაშიდ უოლასი და ანტონიო მაკდაიესი არიან. ფაჩულია პროდუქტიულობა იმანაც განაპირობა, რომ მიკროტრავმის გამო, “ჰოქსის” მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ვუდსონმა ახალბედა ელ ჰორფორდი ვერ ათამაშა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.

ატლანტა – შარლოტი 93:84
ჯორჯიელებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და ბოლო წლებში გუნდს ერთ-ერთი საუკეთესო სტარტი გამოუვიდა. ფაჩულია ამჯერადაც სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა და საბოლოოდ, 16 წუთში 5 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაც დააგროვა. ზაზამ თამაშიდან 4-ში 2 სროლა დააგროვა. ელ ჰორფორდი ამჯერად სასტარტოში იყო, თუმცა მხოლოდ 6 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 23 მატჩი, 11:12, მესამე ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში. ზაზა ფაჩულია: 12 მატჩი (5 სასტარტოში), 5.9 ქულა, 4.0 მოხსნა, 0.5 შედეგიანი გადაცემა.
იტალია ნიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
“ტერამო” საკუთარ მოედანზე “მონტეპასკისთან” 91:100 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრი, ფორვარდი ნიკოლოზ ცქიტიშვილი მოედანზე 17 წუთს იმყოფებოდა და ამ დროში გუნდს 9 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. მან 4 საშუალო სროლიდან 3 გამოიყენა და სამივე საჯარიმო ტყორცნა უშეცდომოდ შეასრულა. “მონტეპასკის” გამარჯვებაში ყველაზე დიდი როლი ლიტველმა რიმანტას კაუკენასმა ითამაშა, რომელმაც 24 ქულით დაასრულა შეხვედრა. სტუმრები ყველა მეოთხედის დასრულების შემდეგ წინ იყვნენ და მასპინძლები ვერც მათი ლიდერის, კლეი ტაკერის 21 ქულამ იხსნა წაგებისგან.
ტერამო: 14 მატჩი, 7:7, IX ადგილი.ნიკოლოზ ცქიტიშვილი: 13 მატჩი (13 სასტარტოში), 11.6 ქულა, 4.8 მოხსნა, ო.8 შედეგიანი ხადაცემა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
მოიგო მორიგი ტურის მატჩი ტაირონ ელისის “კახასოლმა”, ხოლო თავად ტაირონმა კი შეხვედრა 31 წუთში 9 ქულით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 მოხსნით დაასრულა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 6 სამქულიანიდან 3 გამოიყენა, ხოლო მის გუნდში კი ყველაზე შედეგიანი ანდრეს მისო იყო, რომელმაც მატჩი 20 ქულით ჩაამთავრა. პირველი ნახევრის შემდეგ მასპინძლები 22 ქულას იგებდნენ და დარჩენილ დროში აღნიშნული უპირატესობა უპრობლემოდ შეინარჩუნეს.
კახასოლი: 12 მატჩი, 4:8, XIV ადგილი.ტაირონ ელისი: 12 მატჩი (12 სასტარტოში), 12.1 ქულა, 3.5 მოხსნა, 2.7 შედეგიანი გადაცემა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)
მანუჩარ მარკოიშვილმა და მისმა “კიევმა” უკრაინის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს, ამჯერად “აზოვმაშის” 87:76 დამარცხებით და კვლავ წაუგებლად ასპარეზობენ ჩემპიონატში. მანუჩარმა 20 წუთში 5 ქულას მოუტარა თავი და თამაშიდან სროლები საკმაოდ ცუდად შეასრულა, რვიდან ერთადერთხელ გამოიჩინა თავი. მის ანგარიშზე ასევე 5 მოხსნა, 1 დაფარება და 1 პასი იყო.
კიევი: 11 მატჩი, 11:0, I ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
რუსეთივლადიმერ ბოისა (სპარტაკ-პრიმორიე)
“სპარტაკ-პრიმორიეს” არ უთამაშიამომდევნო მატჩი: უნიქსი – სპარტაკ-პრიმორიე (21.12).
ესტონეთიგიორგი ცინცაძე (როკი)
ბალტიის ლიგაზე გიორგი ცინცაძის “როკმა” საკუთარ მოედანზე “ვენტსპილსი” 90:88 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების წევრმა 34 წუთში 12 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნა დააგროვა. მან 5 სამქულიანიდან 2 გამოიყენა და 4 საჯარიმოს შესრულებისას ორჯერ შეცდა. ცინცაძემ მატჩი +14 ნაყოფიერების კოეფიციენტით დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.