ქართული ლეგიონი

მარკოიშვილის გუნდი ულების თასზე აგებსგიორგი ცინცაძემ 8 შედეგიანი აგადცემა დააგროვა
მანუჩარ მარკოიშვილის “კიევი” ულების თასის გათამაშებაში შინ იტალიურ “ბენეტონთან” 73:89 დამარცხდა და 6 ტურის შემდეგ 4 მოგებითა და 2 წაგებით კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება, “ბენეტონს” კი 3 მოგება და ამდენივე წაგება აქვს. იტალიელები მესამე პოზიციაზე არიან.

მანუჩარ მარკოიშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში (პირველად, უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში) ოთხი სამიანი გააფუჭა და საბოლოოდ, 24 წუთში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 6 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა.
რაც შეეხება გიორგი ცინცაძის “როკს”, ესტონელებმა ევროთასის ჯგუფური ეტაპი გასვლაზე ბერძნული პაოკის 69:58 ძლევით დაიწყო.
გიორგი ცინცაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ესტონელთა შემადგენლობაში და 34 წუთში 8 ქულა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შესძინა გუნდს. მის ანგარიშზე ასევე 5 მოხსნა იყო. ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში რუსულმა “სამარამ” ფინური “ლაპეენრანტა” 94:82 დაამარცხა. მომდევნო ტურში 18 დეკემბერს, “როკი” “სამარას” საკუთარ მოედანზე შეხვდება.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.