ქართული ლეგიონი

NBAზაზა ფაჩულია (ატლანტა ჰოქსი)
“ნიუ ორლეანთან”, ზაზა ფაჩულია მთავარ მწვრთნელს სასტარტო ხუთეულში არ დაუყენებია, მისი გუნდი კი საკუთარ მოედანზე დასავლეთის ერთ-ერთ ლიდერ “ნიუ ორლეანთან” დამარცხდა 86:92. ფაჩულიამ 20 წუთში თამაშიდან 6-დან 3 სროლა შეასრულა ზუსტად და საბოლოოდ, მატჩი 6 ქულითა და 4 მოხსნით ჩაამთავრა. “ატლანტაში” კვლავ შესანიშნავად ითამაშა ახალბედა ფორვარდმა, ელ ჰორფორდმა, რომელიც მაიკ ვუდსონმა ამჯერადაც სასტარტოში, ცენტრის პოზიციაზე დააყენა. ჰორფორდმა 9 ქულას 15 მოხსნა დაურთო, ხოლო “ნიუ ორლეანში” კი 22 ქულითა და 17 მოხსნით ფორვარდი დევიდ უესტი გამოირჩა.  ატლანტა ჰოქსი: 15 მატჩი, 6:9, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში. ზაზა ფაჩულია: 9 მატჩი (5 სასტარტოში), 6.2 ქულა, 4.0 მოხსნა, 0.4 პასი.მომდევნო მატჩი:  ფილადელფია – ატლანტა (3 დეკემბერი).
იტალია ნიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა მორიგ ტურში კვლავ 10 ქულაზე მეტი დააგროვა, ხოლო მისმა გუნდმა კი “სნაიდეროს” 99:86 დაამარცხა. ცქიტიშვილმა თამაშიდან 6-დან 4 სროლა გამოიყენა (2/1 სამქულიანი) და მოედანზე 25 წუთი გაატარა. “ტერამოში” 28 ქულით ყველაზე შედეგიანი, მისი საუკეთესო მექულე კლეი ტაკერი იყო. ცქიტიშვილის გუნდს 12 შეხვედრაში 7 მოგება აქვს და საფლეიოფო ზონაში იმყოფება.

ტერამო: 12 მატჩი, 7:5, VIII ადგილი. ნიკოლოზ ცქიტიშვილი: 12 მატჩი (12 სასტარტოში), 12.1 ქულა, 4.9 მოხსნა, 0.9 პასი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
ტაირონ ელისის “კახასოლი” გასვლაზე 74:76 “ვალიადოლიდთან” დამარცხდა, ხოლო საქართველოს ნაკრების წევრი ტაირონ ელისი 31 წუთში 11 ქულით, 5 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. ეEლისმა 9 შორეული ტყორცნიდან 6 ვერ გამოიყენა. ორივე გუნდის შემადგენლობაში, 21 ქულით ყველაზე შედეგიანი მიხალის კაკიუზისი იყო.
კახასოლი: 10 მატჩი, 3:7, XIV ადგილი.ტაირონ ელისი: 10 მატჩი (10 სასტარტოში), 12.6 ქულა, 3.5 მოხსნა, 2.6 პასი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
რუსეთი ვლადიმერ ბოისა (სპარტაკ-პრიმორიე)
“სპარტაკ-პრიმორიეს” არ უთამაშია.
უკრაინა  მანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)
მანუჩარ მარკოიშვილი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. “კიევის” მსროლელმა უკრაინის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში “დნეპრთან” 27 წუთში 15 ქულა დააგროვა. საქართველოს ნაკრების მსროლელმა 7 სამქულიანიდან 3 ზუსტად შეასრულა და საბოლოოდ, ამჯერადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის გუნდში. მანუჩარმა ამდენივე ორქულიანიდან ასევე სროლა გამოიყენა. მისმა გუნდმა პირველი მეოთხედი 17:24 დათმო, რის მერეც ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი დაწინაურდა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.
კიევი: 8 მატჩი, 8:0, I ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.