ქართული ლეგიონი ევროპაში

იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ტერამო” მორიგ ტურში გასვლაზე “ურიეტისთან” დაძაბულ ორთაბრძოლაში, 86:94 დამარცხდა. ეს არ ყოფილა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის საუკეთესო შეხვედრა – ნიკამ ზედმეტი ფოლების გამო (19 წუთში გავარდა) 8 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი, “ტერამოს” წევრი კლეი ტაკერი გახდა, რომელმაც 26 ქულა დააგროვა და 10 მოხსნაც მიითვალა.
ნიკოლოზ ცქიტიშვილი: 6 მატჩი (6 სასტარტოში), 11.5 ქულა, 5.1 მოხსნა, 1.5 პასი.
ტერამო: 6 მატჩი, 4:2, მესამე ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)

ტაირონ ელისის “კახასოლი” შინ “ხირონასთან” ერთი ქულით დამარცხდა. ბოლო მეოთხედის დაწყებამდე მასპინძლები 4 ქულას იგებდნენ, მაგრამ უკანასკნელი მეოთხედი 18:23 დათმეს და შეხვედრაც სტუმართა გამარჯვებით დასრილდა.
ელისმა 36 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა (ორივეჯერ შეტევაში) და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან მატჩი 2 ფოლით დაასრულა, ხოლო მასზე კი ხუთჯერ დაჯარიმდნენ.
“ხირონაში” 18 ქულა, არიელ მაკდონალდის ანგარიშზე იყო.
ტაირონ ელისი: 4 მატჩი (4 სასტარტოში), 13.3 ქულა, 2.6 მოხსნა, 2.5 პასი.
კახასოლი: 4 მატჩი, 0:4, მე-17 ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
რუსეთივლადიმერ ბოისა (სპარტაკ-პრიმორიე)
ვლადიმერ ბოისას “სპარტაკ-პრიმორიე” სამარაში “ცსკა-ვვს”-თან 72:76 დამარცხდა. ყველაფერი უკანასკნელ მეოთხედში გადაწყდა. რუსული საიტების თქმით,  მასპინძლებმა რამდენიმე გადამწყვეტი მოხნის წყალობით  მოიპოვეს უპირატესობა და საბოლოოდ, შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა.
მასპინძლებმა შეტევაში მოხსნებში 14:8 აჯობეს “სპარტაკ-პრიმორიეს”.
“პრიმორიეს” ქართველმა ფორვარდმა ვლადიმერ ბოისამ მატჩი 9 ქულით, 5 მოხსნითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. მან 13 სროლიდან 4 გამოიყენა.
სპარტაკ-პრიმორიე: 4 მატჩი, 1:3, მერვე ადგილი.