ქართული ლეგიონი ევროპაში

იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო) 
ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ტერამო” შინ “სკაფატისთან” დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრმა 10 საUალო სროლიდან 7 ვერ გამოიყენა და შეხვედრა 7 ქულით დაასრულა. ცქიტიშვილი მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა.  ტერამო – სკაფატი 73:7513:26, 19:18, 23:16, 18:15ტერამო: ბ. ბრაუნი (20 ქ. 9 მ), ტაკერი (15 ქ. 8 მ), პაუელი (11 ქ), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (23 წუთი, 7 ქულა, 5 მოხსნა).სკაფატი: რომერო (16 ქ. 6 მ), ჰატენი (11 ქ. 5 მ), დატომე (11 ქ).
ტერამო: 8 მატჩი, 5:3, III ადგილი.ნიკოლოზ ცქიტიშვილი: 8 მატჩი (8 სასტარტოში), 10.0 ქულა, 5.3 პასი, 1.3 მოხსნა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ესპანეთი ტაირონ ელისი (კახასოლი) 

დამარცხდა ტაირონ ელისის “კახასოლი”, რომელიც სტუმრად “ბილბაოს” ხვდებოდა. მასპინძლებმა მატჩი 81:66 მოიგეს, ხოლო ელისი ანგარიშზე კი 36 წუთში მხოლოდ 4 ქულა იყო. ტაირონმა შვიდივე სამიანი გააფუჭა, თუმცა შეხვედრა 6 შედეგიანი გადაცემითაც (ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი)  დაასრულა.
ბილბაო – კახასოლი 81:6613:15, 27:18, 24:17, 17:16ბილბაო: რეკერი (22 ქ. 2 მ), ჰუერტასი (11 ქ. 7 მ. 4 პ), სალგადო (11 ქ. 5 პ), რანჩიკი (10 ქ).კახასოლი: კაკიუზისი (15 ქ. 7 მ), მაილზი (10 ქ. 3 პ), ტაირონ ელისი (36 წუთი, 4 ქულა, 6 პასი, 1 მოხსნა).
კახასოლი: 6 მატჩი, 1:5, XIV ადგილი.ტაირონ ელისი: 6 მატჩი (6 სასტარტოში), 11.8 ქულა, 3.1 პასი, 2.3 მოხსნა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
რუსეთივლადიმერ ბოისა (სპარტაკ-პრიმორიე)
მართალია, ვლადიმერ ბოისამ რუსეთში გადასვლის შემდეგ, თავისი უსუსტესი შეხვედრა ჩაატარა, მისმა “სპარტაკ-პრიმორიემ” მაინც მოახერხა შეხვედრის მოგება და “ენისეის” ძლევით მიმდინარე ჩემპიონატში თავისი მეორე გამარჯვება გაიფორმა.
სპარტაკ-პრიმორიე – ენისეი 88:7821:23, 24:21, 20:15, 23:19სპარტაკ-პრიმორიე: ბრემერი (25 ქ. 7 მ), გინიევიჩუსი (17 ქ), მაშკანცევი (11 ქ. 7 მ), ფომინი (10 ქ. 5 მ), ვლადიმერ ბოისა (13 წუთი, უქულოდ, 3 მოხსნა).ენისეი: ზ. ჰამილტონი (28 ქ. 13 მ), უორიკი (15 ქ).
სპარტაკ-პრიმორიე: 6 მატჩი, 2:4, VIII ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.