ქართული ლეგიონის ესპანური ამბები

ესპანეთის პრიმერადივიზიონში 2008 წლის ბოლო, მე–15 ტური გაიმართა და ჩვენც იმ მატჩებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებშიც საქართველოს ნაკრების წევრები მონაწილეობდნენ.
თავდაპირველად ეგრედ წოდებულ “ქართულ დერბიზე” ვთქვათ, რომელშიც ერთმანეთს ვლადიმერ ბოისას “მენორკა” და ტაირონ ელისის “კახასოლი” შეხვდნენ. შეხვედრა სევილიაში გაიმართა და მასპინძელმა “კახასოლმა”, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო ადგილზე იმყოფება, 74:69 დაამარცხა “მენორკა”.
 
   
ტაირონ ელისი (#7)
 
საქართველოს ნაკრების ორივე მოთამაშემ ხუთეულში დაიწყო თამაში, თუმცა შედეგიანობა განსხვავებული გამოიჩინეს. ტაირონ ელისი ორივე გუნდის შემადგენლობაში ბომბარდირი გახდა 21 ქულით. მან მოედანზე მთლიანობაში 30 წუთი გაატარა და ქულებთან ერთად შემდეგი სტატისტიკური მონაცემებიც მოუგროვდა: 4 ქულა და 1 პასი. რაც შეეხება ბოისას, 20 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
მიუხედავად გამარჯვებისა, “კახასოლი” ცხრილში ბოლო ადგილს მაინც ვერ მოსწყდა. მენორკელები კი 5 გამარჯვებითა და 9 წაგებით 17–გუნდა პრიმერადივიზიონში მე–13 ადგილზე არიან.
 

ბურთითაა ვლადიმერ ბოისა
 
ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ფუენლაბრადას” სულ ცოტა დააკლდა და საკმაოდ მოულოდნელ შედეგს დააფიქსირებდა. მისი გუნდი პრიმერადივიზიონის ერთ–ერთ კლუბ “ხუვენტუდს” სტუმრად შეხვდა და ბოლო წუთებამდე უგებდა, თუმც საბოლოოდ 2 ქულის სხვაობით, 84:86 დამარცხდა.
ცქიტიშვილი ხუთეულში იყო და თავიასიანებს 8 ქულით, 2 პასითა და 1 მოხსნით შეეშველა, რის შეგროვებასაც ქართველმა ფორვარდმა 23 წუთი მოანდომა.
“ფუენლაბრადა” “ქართულ” გუნდებს შორის ყველაზე მაღლა იმყოფება ცხრილში: 6 გამარჯვებითა და 8 მარცხით, მე–10 ადგილზეა.
 

ცქიტიშვილი “ხუვენტუდის” ფარქვეშ