ქართველების “როკი” ბალტიის ლიდერებში გაერია

ესტონურმა “ტარტუ როკმა” ბალტიის ლიგაში ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა, რაშიც გიორგი ცინცაძემ და ვიქტორ სანიკიძემ მნიშვნელოვანი წილი დაიდეს. “როკერებმა” ლატვიაში “ვალმიერას” ეთამაშნენ და დაძაბულ ბრძოლაში 78:74 იმარჯვეს.ცინცაძემ მოედანზე 34 წუთი გაატარა და გუნდს 12 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა შესძინა. გიორგიმ 6-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი 6-ჯერ დაკარგა.ქართველმა გამთამაშებელმა ბოლო ნახევარ წუთში ოთხივე საჯარიმო ჩააგდო, მატჩის დასრულებამდე 12 წამით ადრე კი თამაშს 5 პერსონალური შენიშვნის გამო გამოეთიშა.

გიორგი ცინცაძე ვალმიერელ ჯარიდ ლიოიდს ავიწროვებს
პროდუქტიულად გაისარჯა ვიქტორ სანიკიძეც, რომელმაც 13 წუთში 5 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.ვიქტორმა 3-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, 4 საჯარიმოდან კი 1 ჩააგდო. ტარტუელთა რიგებში საუკეთესო ბერდმა 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, “ვალმიერას” ლიდერი სირსნისი კი 16 ქულას გამორჩა.ქართველთა “როკი” 4 მოგებითა და 2 მარცხით მე-3 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ტარტუელები 15 ნოემბრს გამართავენ ლატვიურ “ვენტსპილსთან”.