ქართველების შოუ ესპანეთში: შერმადინის ორმაგი დუბლი შენგელიამ MVP-ის ტიტულით გადაფარა

ქართველების შოუ ესპანეთში: შერმადინის ორმაგი დუბლი შენგელიამ MVP-ის ტიტულით გადაფარა

ესპანეთის განახლებულ ჩემპიონატში ქართული დერბი შედგა, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებლები ჩვენი თანამემამულეები გახლდნენ. ერთ მხარეს გიორგი შერმადინი, მეორე მხარეს – თორნიკე შენგელია. საქართველოს ნაკრების 2 წამყვანი კალათბურთელის კლუბების დაპირისპირება ესპანური ლიგის ტურის მთავარი სანახაობა გამოდგა. შენგელიას “ბასკონიამ” დაძაბულ ბრძოლაში – 79:72 დაამარცხა შერმადინის “ტენერიფე.

შენგელია მატჩის MVP გახდა. თორნიკემ 31 წუთი ითამაშა, რა დროშიც 21 ქულას, 6 მოხსნასა და 7 პასს მოუყარა თავი. თორნიკემ 10-დან 7-ორქულიანი, ერთი სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

შერმადინმა 26:38-წუთში 18 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 13-დან 7-ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. თორნიკეს მსგავსად, შერმადინმა საკუთარ გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

2-დან 2 მოგებით “ბასკონია” ექსგუნდიანი “ა” ჯგუფის ლიდერია, ხოლო “ტენერიფე” 2 წაგებით – აუტსაიდერი. ბასკონია მომდევნო ტურში ბარსელონას ეთამაშება, ხოლო ტენერიფე – ბილბაოსთან. მე-2 ტურის მატჩს დღეს გამართავს ბექა ბურჯანაძის “გრან კანარია”, რომელიც ქართველის ყოფილ გუნდ “ანდორას” დაუპირისპირდება.