მომავალ უქმეებზე ევროპაში ეროვნული ნაკრებების, ოღონდ ქალთა მატჩები იმართება. ევროპის 2025 წლის ქალთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში ბლომად თამაშები გაიმართება, რომლებშიც ქართველებიც იქნებიან ჩართულები. საუბარია მატჩის მომსახურე პერსონალზე – არბიტრებზე, ტექნიკურ დელეგატებზე.
ჩვენს მეზობლად, ბაქოში, აზერბაიჯანის ნაკრები ევროპის მოქმედ ჩემპიონ ბელგიას უმასპინძლებს და ამ მატჩს 2 ქართველი არბიტრი – კირილე თვაური და მარინა შალამბერიძე მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ თვაური შეხვედრის მთავარი არბიტრი იქნება, რაც მის პასუხისმგებლობას და პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს. რაც შეეხება ტექნიკურ დელეგატს, მერაბ რატიშვილს შორეულ ჰელსინკიში მოუწევს გაფრენა და ფინეთ-უნგრეთის მატჩის მომსახურება.
კირილე თვაური (მსაჯი) და მარინა შალამბერიძე (მსაჯი)
12 ნოემბერი. ქალთა ევრობასკეტ-2025 შესარჩევი მატჩი. ბაქო (აზერბაიჯანი).
აზერბაიჯანი – ბელგია
მერაბ რატიშვილი (ფიბას ტექნიკური დელეგატი)
12 ნოემბერი. ქალთა ევრობასკეტ-2025 შესარჩევი მატჩი. ჰელსინკი (ფინეთი).
ფინეთი – უნგრეთი