ქართველი კადეტების ბერძნული მარცხი თურქეთში

საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ანკარაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე მარცხი განიცადა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი 16–წლამდელებმა ამჯერად საბერძნეთთან წააგეს – 45:69.
ქართველებს ჯგუფში 1 მატჩის გამართვაღა დარჩათ და ისიც ყველაზე ძლიერ მეტოქე საფრანგეთთან, რომელიც ოთხიდან ოთხივე გამარჯვებით ჯგუფის ლიდერია.
ფრანგებთან შეხვედრის შემდეგ ქართველები კიდევ ორ მატჩს ითამაშებენ აკნარაში.  ჯგუფებიდან ვერგასული 4 გუნდი ტურნირის 8–12 ადგილებს გაინაწილებენ.