ქართველი მსაჯ–კომისრების მორიგი ევროდანიშვნები

ფიბა–ევროპის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მიმდინარე წლის 15 დეკემბერს შესვენება გამოცხადდება და თამაშები მომავალი წლის 10 იანვრიდან განახლდება. ქართველი მსაჯები და კომისარი მიმდინარე წელს ოთხ მატჩს მოემსახურებიან. მსაჯებს – ზაზა მაჩალაძეს, მაკა კუპატაძეს, დავით ბერეკაშვილს, ასევე კომისარ მერაბ რატიშვილს თითო–თითო მატჩის მომსახურება მოუწევთ.
 
ზაზა მაჩალაძე
8 დეკემბერი. ქალთა ევროთასი. ისრაელი
რამლა (ისრაელი) – მოდევილი (საფრანგეთი)
 
მაკა კუპატაძე
8 დეკემბერი. ქალთა ევროლიგა. თურქეთი
გალათასარაი (სტამბოლი) – პრაღა (ჩეხეთი)
 
დავით ბერეკაშვილი
14 დეკემბერი. ქალთა ევროლიგა. თურქეთი
ფენერბაჰჩე (სტამბოლი) – ბერეტა ფამილა (იტალია)
 
მერაბ რატიშვილი
13 დეკემბერი. კაცების ევროჩელენჯი. თურქეთი
თურქ ტელეკომი (ანკარა) – მინსკი 2006 (ბელარუსი)