ქართველი მსაჯებისა და კომისრის პირველი დანიშვნები 2025 წელს

ქართველი მსაჯებისა და კომისრის პირველი დანიშვნები 2025 წელს
ახალი წელი დადგა, გადაიარა საშობაო არდადეგებმა და განახლდა ფიბა-ს ტურნირებიც. პირველივე სათამაშო ტურში დანიშვნები მიიღეს ქართველმა არბიტრებმა და კომისარმა, რომლებიც საქმეში დღეს ჩაერთვებიან. მსაჯ კირილე თვაურსა და კომისარ მერაბ რატიშვილს 8 იამვარს მოუწევთ თამაშების მომსახურება – პირველს საბერძნეთში, ერთადერთ ქართველ კომისარს კი თურქეთში. 
 
ათენში, ფიბა ევროპის თასის მატჩში “მარუსი” პორტუგალიურ “პორტოს” მასპინძლობს და სწორედ ამ მატჩს მოემსახურება თვაური. მერაბ რატიშვილი კი თურქეთში, ქალთა ევროპის თასის მატჩზე იმუშავებს, რომელშიც სტამბოლის “ფენერბაჰჩე” ესპანურ “ვალენსიას” უმასპინძლებს. 
 
თურქეთში იმსაჯებს ფიბა-ს ერთადერთი მოქმედი ქართველი არბიტრი მარინა შალამბერიძე, რომელიც 16 იანვარს ქალთა ფიბა ევროპის თასის მატჩს – “ბეშიქთაში” – “ანჟერი” (საფრანგეთი) – მოემსახურება. 
 
 
 
კირილე თვაური (მსაჯი)
 
8 იანვარი. ფიბა ევროპის თასი. ათენი (საბერძნეთი)
მარუსი (ათენი, საბერძნეთი) – პორტუ (პორტუგალია)
 
 
მარინა შალამბერიძე (მსაჯი)
 
16 იანვარი. ქალთა ევროპის თასი. სტამბოლი (თურქეთი)
ბეშიქთაში (სტამბოლი, თურქეთი) – ანჟერი (საფრანგეთი)
 
 
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
 
8 იანვარი. ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი)
ფენერბაჰჩე (სტამბოლი, თურქეთი) – ვალენსია (ესპანეთი)