ქართველი მსაჯი და კომისარი ფიბა–ს სემინარზე იმყოფებიან

ქართველი მსაჯი და კომისარი ფიბა–ს სემინარზე იმყოფებიან

ევროპის მსაჯ–კომისრების ბომონდი ესპანეთში, კანარის კუნძულებზე არის შეკრებილი, სადაც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სპეციალური სემინარები და ვარჯიშები ტარდება. საქართველოდან კანარებზე კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, ფიბა–ს კომისარი მერაბ რატიშვილი და მსაჯი მაკა კუპატაძეა. ორივე მათგანს სისტემატიურად უწევს სხვადასხვა ევროტურნირებისა და საერთაშორისო სანაკრებო მატჩების მომსახურება, შესაბამისად, კუპატაძე და რატიშვილი ფიბა–ს სემინარების მუდმივი სტუმრები არიან.
 
კანარებზე მიმდინარე სემინარებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, იქ არიან მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებიც გამოცდილ მსაჯებს თუ კომისრებს პროფესიონალიზმის კიდევ უფრო დახვეწაში ეხმარებიან. მაკა კუპატაძე ბოლო წლებში მუდმივად სტუმრობდა კანარის კუნძულებს, ხოლო მერაბ რატიშვილი რაც საერთაშორისო დონის კომისარი გახდა, ისიც არ აკლდება აღნიშნულ სემინარებს. ისინი ესპანეთიდან ორშაბათს დაბრუნდებიან.