ქართველი ცენტრის აღიარება: ზაზა ფაჩულიას როლი Yahoo.com-ზე გაშიფრეს და დააფასეს

ქართველი ცენტრის აღიარება: ზაზა ფაჩულიას როლი Yahoo.com-ზე გაშიფრეს და დააფასეს

მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე კომპეტენტურ ვებ–გვერდ yahoo.com-ზე გამოქვეყნდა საინტერესო სტატია, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ატლანტა ჰოუქსის“ წევრ ზაზა ფაჩულიას ეხება. სტატიის ავტორია ატლანტური გუნდის ქომაგი პატრიკ დევისი, რომელიც ქართვლ ცენტრზე ბევრ საინტერესო რამეს ამბობს და გასული სეზონის მის საუკეთესო 5 მატჩს გამოჰყოფს. პატკიკ დევისმა აღნიშნული სტატია yahoo.com-ის ქომაგთა განყოფილებაში გამოაქვეყნა და სათაურსაც ასე ჰქვია:
 
ზაზა ფაჩულიას 5 საუკეთესო გამოსვლა
 2010–11 წლების სეზონში: ქომაგთა ვერსია
 
მე, როგორც „ატლანტა ჰოუქსის“ ქომაგი, არ შეიძლება, გუნდის სარეზერვო ცენტრის, ზაზა ფაჩულიას თამაშით არ ვიყო აღფრთოვანებული. 28 წლისა და 210 სანტიმეტრი სიმაღლის კალათბურთელს, რომელიც როკი ბალბოას ხასიათისაა, ძალიან სჭირდება ფიზიკური სიმძლავრე, რათა ის ატლანტელებს ნბა–ს საუკეთესო გუნდებთან ბრძოლაში დაეხმაროს.
 

 
ფაჩულია ფიზიკურად ისეთი მძლავრი არაა, როგორც ორლანდოელი დუაიტ ჰოვარდი და დალასელი ტაისონ ჩენდლერი, თუმცა ის დიდი შემართებით იბრძვის მოხსნებისთვის და მიუხედავად გიგანტური ტანისა, არ ერიდება თითოეული ბურთის მოსაპოვებლად მოედანზე გაწოლას.
 
ვთვლი, რომ ყველა გუნდს ჰყავს ერთი ან ორი ისეთი მოთამაშე, რომელიც, როგორც იტყვიან, შავ სამუშაოს ასრულებს. „ატლანტას“ ფანებს კარგად ახსოვთ „ბოსტონ სელტიქსთან“ 3 წლის წინანდელი საპლეიოფო მატჩი, როცა ფაჩულიამ კევინ გარნეტთან იჩხუბა და ამ დაპირისპირებაში გამოჩენილი მამაცობის გამო იგი ატლანტაში ძალიან პოპულარული გახდა.
 
გარნეტი ცნობილია თავისი ხასიათით. ის ცდილობს, მოედანზე გამოჩენილი გადამეტებული უხეშობით მეტოქე შეაშინოს, მაგრამ ეს ფაჩულიასთან არ გამოუვიდა და პირუკუ შედეგი მიიღო. 2008 წლის პლეი ოფის მეორე რაუნდის მე–6 მატჩში გამოჩნდა, რომ „ატლანტას“ სჭირდება ფაჩულიას ტიპის მოთამაშე. ამ სეზონში, ახლახანს, ზაზა ფაჩულიამ პროვოკაციაზე წამოაგო „ორლანდოს“ საუკეთესო მსროლელი ჯეისონ რიჩარდსონი და ცოტა დააკლდა, მოედნიდან დუაიტ ჰოვარდიც გაეყოლიებინა.
 

 
ბოლო წლებში ფაჩულიას სათამაშო დრო არაადექვატური იყო. იგი გაცილებით მეტს იმსახურებდა. ცუმცა გამოჩნდა, რომ ატლანტელთა ახალი მწვრთნელი ლარი დრიუ ფაჩულიასთვის დროის მომატებას ცდილობდა. მწვრთნელმა მსუბუქ ფორვრდ მარვინ უილიამსს დრო შეუმცირა და ამ პოზიციაზე ძირითადად ჯოშ სმიტს ამწესებდა, ხოლო მძიმე ფორვარდად ალ ჰორფორდს აყენებდა. ცენტრის პოზიციაზე კი ხუთეულში უმეტეს წილად ჯეისონ კოლინსი იწყებდა, თუმცა მას მალევე ცვლიდა ზაზა ფაჩულია.
 
ფაჩულია „ატლანტაში“ ჯერ კიდევ 2005 წელს ჩაირიცხა და მალევე გახდა გუნდის ძირითადი ცენტრი. იგი მატჩში საშუალოდ 12 ქულას და 8 მოხსნას აკეთებდა. თუმცა, გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ უფრო ეფექტური იქნებოდა, თუკი ფაჩულია „ჰოუქსს“  სათადარიგოთა სკამიდან დაეხმარეობდა. ზაზა ჯერაც ახალგაზრდაა, ის 28 წლისაა და შესაძლოა, მისი როლი გუნდში კვლავ შეიცვალოს.
 
ქვემოთ გთავაზობთ მიმდინარე სეზონში ზაზა ფაჩულიას 5 საუკეთესო გამოსვლას თარიღების მიხედვით:
 
1. (1 აპრილი): ზაზა ფაჩულიას შეუპოვრობამ ატლანტელებს „ბოსტონი“ დაამარცხებინა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტაიმში ფაჩულიას შეუპოვრობის გარეშე ატლანტელები ვერ მოახერხებდნენ „სელტიქსის“ დამარცხებას და ვერც ბოსტონელთა მწვრთნელი დოკ რივერსი იტყოდა, რომ  ზაზა იყო მატჩის ყველაზე სასარგებლო და მებრძოლი კალათბურთელიო.
 
2. (10 მაისი): ფაჩულიამ გმირულად იბრძოლა, მაგრამ მისი „ატლანტა“ „ჩიკაგოსთან“ საფლეიოფო სერიის მე–5 მატჩში მაინც დამარცხდა. ზაზა ახორციელებდა შედეგიან გარღვევებს, იბრძოდა ფარქვეშ ფიზიკურად, ხსნიდა ბურთებს. მისი დახმარებით „ატლანტამ“ ჩინებული მე–4 პერიოდი ჩაატარა.
 
3. (20 მარტი): „ატლანტა“ არის ნბა–ში საჯარიმოების ერთ–ერთი ყველაზე უხეიროდ შემსრულებელი გუნდი. ფაჩულიამ კი ამ დღეს 10–დან 9 საჯარიმო ჩააგდო და წინა მატჩში „მაიამისთან“ დამარცხების შემდეგ თავის გუნდს „დეტროიტთან“ მოაგებინა.
 
4. (16 მარტი): იშვიათია, როცა ზაზა ფაჩულია გუნდის ბომბარდირი ხდება, თუმცა ამ დღეს მან „დენვერს“ 19 ქულა ჩაუგდო და თავის გუნდში ყველას აჯობა. სამწუხაროდ, ის მატჩი მაინც „დენვერმა“ მოიგო.
 
5. (27 ოქტომბერი): ფაჩულიამ სეზონის პირველსავე მატჩში ორმაგი დუბლი შესრულა. მან 19 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, რითაც ატლანტელებს „მემფისის“ დამარცხებაში დიდად დაეხმარა.