ქართველის უდიდესი აღიარება: ვიქტორ სანიკიძე სერია A-ს ოლ სტარში

ქართველის უდიდესი აღიარება: ვიქტორ სანიკიძე სერია A-ს ოლ სტარში

ვიქტორ სანიკიძე იტალიის სერია A–ს ოლ სტარში ითამაშებს. ევროპის ერთ–ერთ ყველაზე უძლიერეს ლიგაში ყველა ვარსკვლავის მატჩი მომავალ კვირას, 13 მარტს, მილანში გაიმართება. ერთმანეთს სერია A–ში მოთამაშე საუკეთესო იტალიელები და ლეგიონერები შეხვდებიან. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, რა თქმა უნდა, ლეგიონერთა გუნდში იქნება.
 
სანიკიძე იტალიერ ოლ სტარში ორ ფრონტზე იქნება. მისი ყველა ვარსკვლავის შოუში გამოსვლა კარგა ხნით ადრე იყო გადაწყვეტილი, ოღონდ არა როგორც უშუალოდ მატჩის მონაწილედ, არამედ როგორც ჩატენვების კონკურსის პრედენდენტი. თუმცა, ქართველმა ფორვარდმა ბოლო მატჩებში იმდენად დამაჯერებლად ითამაშა, რომ უცხოელთა ნაკრებში პირველივე ტრავმირებულის (შენოდ ფორდი) გამოჩენისთანავე, ვიქტორი საოლსტარო შემადგენლობაში შეიყვანეს.
 
მაშ ასე, 13 მარტს, როცა მთელი სერია A ისვენებს, საქმეში მხოლოდ საუკეთესოები იქნებიან. ქართელი კალათბურთელისთვის ასეთი მაღალი დონის ლიგის ოლ სტარში თამაში უდიდესი აღიარებაა. თანაც, სანიკიძე, უშუალოდ მატჩთან ერთად, ჩატენვებშიც მიიღებს მონაწილეობას. იტალიის პრესა მას ლეგენდარულ ჯულიუს ირვინს ადარებს და ასე წერს, დოქტორ ჯეივით ლამის სამქულიანის ხაზიდან ტენისო. თავად სანიკიძე კი ჩატენვების კონკურსში ფავორიტად ამერიკელ ჯეიმს უაიტს მიიჩნევს. ეს თავად ვიქტორმა განუცხადა ჩვენს ვებ–გვერდს. მასთან ვრცელ ინტერვიუს ჩვენს რუბრიკაში, „ოვერტაიმში“ იხილავთ.
 
ლეგიონერთა ნაკრები
ჯეიმს უაითი (სისარი), ტრევის დიენერი (სისარი), ოტელო ჰანტერი (სისარი), ნიკოლა მარაცინო (კანტუ), ჯონს ჯუმეინი (კასერტა), იბრაჰიმ ჯაბერი (მილანი), ედგარ სოსა (ბიელა), რიმანტას კაუკენასი (მონტეპასკი), ერლ როულანდი (კრემონა), ომარ ტომასი (აველინო), ვლადიმირ დაშიჩი (რომა), ვიქტორ სანიკიძე (ვირტუსი), დინერ დრეიკი (ტერამო).
მწვრთნელი:  დან პეტერსონი
 
იტალიელთა ნაკრები
პიეტრო არადორი, მისელე ანტონუტი, დანიელე კავალიერო, ანდრეა ჩინჩარინი, ანდრეა კროსარიოლი, მარკო კუსინი, ლორენცო დერკოლე, ლუიჯი დატომე, ალესანდრო ჯენტილე, დანიელ ჰაკეტი, სტეფანო მანჩინელი, ნიკოლო მელი, რიკარდო მორასკინი, მარკო მორდენტე, ანდრეა რენცი, ჯეფრი ვიჯიანო
მწვრთნელი: სიმონე პიანიჯანი
 
ჩატენვების კონკურსი
ვიქტორ სანიკიძე (კანადიან სოლარი), ჯეფ ვიჯიანო (ბიელა), ერლ როულანდი (კრემონა) და ჯეიმს უაითი (სისარი)