ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ გამარჯვებით დაიწყო. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა 16-წლამდელთა ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში ლუქსემბურგს სამი ქულის სხვაობით – 70:67 დაამარცხა.
პირველ ტურში საქართველო ისვენებდა, სენსაციური შედეგები დაფიქსირდა. ინგლისმა ტურნირის მასპინძელ მაკედონიას 73:60 მოუგო, ხოლო აუტსაიდერად მიჩნეულმა ლუქსემბურგმა რუმინეთი 78:73 დაამარცხა. ლუქსემბურგმა საქართველოსთან მატჩიც კარგად დაიწყო და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნა. სამი მეოთხედის განმავლობაში ლუქსემბურგი ლიდერობდა, განსაკუთრებით უკანახაზელი გრიუნი აქტიურობდა, რომელმაც პირველ ტაიმში 20 ქულა დააგროვა. ქართველი კალათბურთელების, ბექა დარახველიძისა და ნუგზარ აბულაძის კარგი თამაშის წყალობით საქართველოს ნაკრები მეოთხე მეოთხედის მეორე წუთზე ერთი ქულით, 59:58 დაწინაურდა. მალევე ქართველებმა უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდეს, თუმცა ბენილუქსელებმა მაინც მოახერხეს გათანაბრება. მატჩის ბედი ბექა დარახველიძის სამქულიანმა გადაწყვიტა, რომელიც “აკადემიას” ფორვარდმა საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე შეასრულა.
ევროპის ჩემპიონატი 16-წლამდელთა შორის. B დივიზიონი. ჯგუფური ეტაპი. 29 ივლისი.
საქართველო 70:67 ლუქსემბურგი
13:23, 19:12, 19:21, 19:11
1. ინგლისი 2 2/0 136/103 4
2. ლუქსემბურგი 2 1/1 145/143 3
3. საქართველო 1 1/0 70/67 2
4. რუმინეთი 2 0/2 116/141 2
5. მაკედონია 1 0/1 60/73 1