ქართველმა 16-წლამდელებმა მინსის ტურნირი უკრაინასთან მარცხით დაიწყეს

ქართველმა 16-წლამდელებმა მინსის ტურნირი უკრაინასთან მარცხით დაიწყეს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე პირველი მატჩი გამართა და უკრაინის ნაკრებთან 12 ქულის სხვაობით – 65:77 დამარცხდა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმი 20 ქულით წააგო, მეორეში კი თამაში გამოასწორა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
საქართველოს ნაკრებში 25 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ვილი ისიანმა შეასრულა, რომელმაც მოედანზე 36:25 წუთი გაატარა. 10 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა გიგი გოგობერიშვილმა, ხოლო 9 ქულა ჩაიწერა პირად ანგარიშზე დავით ლომიძემ.
საერთაშორისო ტურნირის მეორე მატჩში ლიტვამ დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 67:63 დაამარცხა მასპინძელი ბელარუსი. დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება, ხოლო ტურნირის ბოლო მატჩს 9-ში ლიტვასთან გამართავს.