ქართველმა 16–წლამდელებმა თურქული ტურნირი გამარჯვებით დაასრულეს

არის პირველი გამარჯვება! საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მიმდინარე ტურნირი ირანთან მოგებით დაასრულა და შეჯიბრზე ბოლო ადგილის დაკავება თავიდან აიცილა.
მე–11 ადგილისთვის მატჩში გია კაზანჯიანის გუნდს ის ირანი გადაეყარა, რომელმაც ჯგუფში 62:50 მოუგო. ამჯერად ქართველებმა რევანშის აღება მოახერხეს და 80:66 გაიმარჯვეს.
ქართველთაგან თავი სანდრო ბოლქვაძემ გამოიჩინა, რომელმაც 26 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 17 ქულა მოაგროვა გამთამაშებელმა ზეზვა ლილუაშვილმა, წინა მატჩის ბომბარდირი ნუგზარ აბულაძე კი ამჯერად 12 ქულას დასჯერდა.
ტურნირის გამარჯვებული კი ჩინეთი გახდა, რომელმაც მასპინძელ თურქეთს დრამატულ ბრძოლაში – 67:66 მოუგო. ჩინელებს 215–სანტიმეტრიანი მოთამაშე ჰყავთ, რომელმაც ტურნირზე ყველა და ყველაფერი დაჩრდილა. მისი წყალობით მოახერხეს ჩინელებმა ამ ტურნირის მოგება.
 
საქართველო – ირანი 80:66
(18:11, 22:20, 24:17, 16:18)
 
საქართველო: ბოლქვაძე (26), ამირხანაშვილი (12), ლილუაშვილი (17), ქობალავა (2), აბულაძე (13), დარახველიძე (9 ქულა, 11 მოხსნა), ღურწკაია, ჭიხვარია, ლომთაძე