საქართველო 58:84 ბულგარეთი (24:27, 11:26, 12:14, 11:17)საქართველო: ამირხანაშვილი (12 ქ.), ლილუაშვილი (14 ქ. 5 პ.), კობალავა (2 ქ.), აბულაძე (9 ქ.), დარახველიძე (17 ქ. 6 მ.), ღურწკაია, ჭიხვარია (4 ქ. 10 მ.), ლომთაძე.
ქართველმა 16-წლმდელებმა თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფის ბოლო, მეხუთეშეხვედრაც წააგეს. გია კაზანჯიანის გწვრთნილმა კალათბურთელებმა ჩინეთის, საფრანგეთის, სლოვენიისა და ირანის ნაკრებებთან წაგების შემდეგ, ბულგარეთთანაც ვერაფერი გააწყვეს და მატჩი 58:84 დათმეს.ქართველთა აქტივში მხოლოდ თამაშის პირველ მეოთხედს თუ მივათვლით, რომელშიც გუნდმა 24 ქულა ჩააგდო, შემდეგ კი ჭაბუკებს მიზანი აერიათ და საბოლოოდ, 26 ქულის სხვაობით წააგეს.ბულგარელებთან მატჩის განაცხადში საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მხოლოდ 8 კალათბურთელი შეიყვანა, რომელთაგან საუკეთესო ბექა დარახველიძემ 17 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფში უკანასკნელი ადგილი დაიკავეს და ახლა ტურნირის მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის იბრძოლებენ. 11 თებერვალს ქართველთა შემდეგი მეტოქე პუერტო-რიკო იქნება, რომელმაც A ჯგუფში მხოლოდ რუმინეთს აჯობა და მე-4 ადგილზე გავიდა.