თურქეთში მყოფმა საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრებმა პირველი საკონტროლო მატჩი გამართა და ბაჰრეინის ნაკრები 104:46 გაანადგურა. ბაჰრეინელები აზიის ჩემპიონატისთვის ემზადებიან და თურქეთში საქართველოს ნაკრების მსგავსად, შეკრებას გადიან. მატჩის შესახებ ჩვენი ნაკრების მწვრთნელი მიხეილ ბერუაშვილი გვესაუბრება, რომელსაც თურქეთში შევეხმიანეთ.
„მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა, ვერავის გამოვყოფ, თითოეულმა კალათბურთელმა მოედანზე მაქსიმუმი გაიღო. ბაჰრეინის ნაკრები აზიის ჩემპიონატისთვის ემზადება და მათაც ჩვენსავით გუნდის შეთამაშებაზე აქვთ აქცენტი.თუმცა ჩვენებმა ყველაფერში აჯობეს მეტოქეს და დამაჯერებელი ანგარიშით მოვიგეთ. ხვალ ეგვიპტეს ვეთამაშებით, რომელიც ბახრეინზე ძლიერი გუნდია და ვეცდებით, იმ მატჩიდანაც მაქსიმალური გამოცდილება მივიღოთ. ჩვენი ნაკრები სულ 3 შეხვედრას ჩაატარებს თურქეთში და ბულგარეთში, ევროპის პირველობაზე აქედან გავემგზავრებით“.
ამხანაგური მატჩი. თურქეთი. 17 ივლისი
საქართველო 104:46 ბაჰრეინი
29:13 24:11 33:11 18:11