ქართველმა 18-წლამდელებმა დანიასთან ვერაფერი გააწყვეს

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ბოლოსწინა მატჩი გამართა. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილი გუნდი პირველ ჯგუფურ ეტაპში ჩარჩენის შემდეგ ბრძოლას 17-22 ადგილებისთვის აგრძელებს. საქართველოს ნაკრები დანიას შეხვდა და 50:77 დამარცხდა, რითაც საკვალიფიკაციო ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ტურნირის ბოლოსწინა – 21 ადგილისთვის შოტლანდიას შეხვდება.
ქართველებმა დანიასთან მატჩის პირველ მეოთხედში გაიბრძოლეს და პერიოდი ფრედ – 18:18 დაასრულეს, რის შემდეგაც სკანდინავიელთა უპირატესობა აშკარა გახდა. დანიელებმა მეორე პერიოდი 23:13 მოიგეს, მესამეში კი სულაც 17:4 იმარჯვეს და მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს.
საქართველოსა შოტლანდიას შორის 21-ე ადგილისთვის მატჩი ხვალ, 28 ივლისს, თბილისის დროით 11:45 საათზე გაიამრთება.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. მაკედონია. შტრუმიცე. 25 ივლისი
საქართველო 50:77 დანია
18:18, 13:23, 4:17, 15:19
სრული სტატისტიკა: 50:77