ქართველმა 20-წლამდელებმა ხასიათი გამოაჩინეს, მაგრამ…

ქართველმა 20-წლამდელებმა ხასიათი გამოაჩინეს, მაგრამ…

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა დღეს უკეთესად ითამაშა. დავით უსტიაშვილის გუნდი გუშინდელთან სედარებით უფრო მობილიზებული და საბრძოლოდ შემართული იყო. შეცდომებიც შედარებით ნაკლები დაუშვა, რაც შედეგზეც აისახა. ქართველებს მოგების სანსი ჰქონდათ, ბოლოსწინა წუთზე ანგარიშში სხვაობა მხოლო3 ქულა იყო, თუმცა ქართველებს სიზუსტე დააკლდათ და ისრაელმაც მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
ამით დასრულდა ებრაელების საქართველოში შეკრება. ისრაელის ნაკრებმა ორივე სპარინგ მატჩი მოიგო და სამშობლოში ბრუნდება. საქართველოს ნაკრებს კი, რომელიც ებრაელებისგან განსხვავებით ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში, ანუ ფინალურ ეტაპზე არიან, მორიგი სპარინგ-მატჩები 5 და 6 ივლისს ესტონეთში ელის.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, უდაოდ გამოსარჩევია ბექა ბურჯანაძის, მერაბ ბოქოლიშვილისა და დუდა სანაძის კარგი თამაში. ბურჯანაზე იყო ერთადერთი, რომელმაც მოედანი ორმაგი დუბლით (17 ქულა, 14 მოხსნა)  დაასრულა. იგი შორიდანაც მაღალი შედეგიანობით ისროდა და ფარქვეშაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
თამაშში კარგად ჩაერთო გიორგი ტეტელაშვილი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა იმ გაქცევაში, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა ბოლო მეოთხედში მოაწყო და გამარჯვების შანსი გამოუჩნდა. მან ქართველთაგან ყველაზე მეტი – 5 პასი დააგროვა, არადა, მხოლოდ 13 წუთს ითამაშა.

დუდა სანაძე: „დღეს უკეთესად ვითამაშეთ და გამარჯვების შანსიც გვქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში აღარ გაგვიმართლა. მარცხის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ახალი დასრულებული გვაქვს ფიზმომზადების კურსი და ძალების აღდგენა სრულად ვერ მოვასწარით. ეხლა მზადებას გავაგრძელებთ და სემდეგ ესტონეთში გავემგზავრებით, სადაც, მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.“
 
ამხანაგური მატჩი. 20-წლამდელები. საკალათბურთო აკადემია. 27 ივნისი
საქართველო 78:88 ისრაელი
21:25, 13:22, 23:19, 21:22
 
საქართველო: ფხაკაძე (26წთ, 7ქ), სანაძე (36წთ, 23ქ), ბოქოლიშვილი (31წთ, 21ქ), ბურჯანაძე (34წთ, 17ქ, 14მ), ლომინეიშვილი (12წთ, 4მ); ტეტელაშვილი (13წთ, 2ქ, 5მ, 5პ), თენიეშვილი (23წთ, 5ქ, 5მ), ალხანაიძე (12წთ, 3ქ, 5მ), როგავა (13წთ)
ისრაელი: ტიმორი (20ქ), ლავი (17), დოუსენი (14), ბლაიზერი (12), ელიასპური (9), მაიორი (7), ავრამოვიჩი (2), არიელი (3), ალტიტი (4)