ქართველმა 20–წლამდელებმა მაკედონია შენგელიას დახმარებით დაამარცხეს

ქართველმა 20–წლამდელებმა მაკედონია შენგელიას დახმარებით დაამარცხეს

საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზის B დივიზიონში მეორე მატჩიც მოიგო. დავით უსტიაშვილის დამოძღვრილმა გუნდმა საკმაოდ ძლიერი მაკედონია დაამარცხა და ორი მატჩიდან ორი გამარჯვებით  ესტონეთთან ერთად ჯგუფში გალიდერდა.
 
საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ჩაატარა მაკედონიასთან შეხვედრა. სწორედ იმ მომენტში იყოჩაღა, როცა მატჩის ბედი წყდებოდა. მთელი შეხვედრის მანძილზე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. მაკედონიელები ქართველების მცირე, 4–5–ქულიან უპირატესობას უმალ აბათილებდნენ და ხანდახან წინაც გადიოდნენ. დაიწყო ბოლო მეოთხედი და საქართველოს ნაკრებმა ისეთი სიზუსტე გამოიჩინა, რომ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 12 ქულის სხვაობით – 87:75 მოიგო.
 
გამარჯვების მთავარი შემოქმედი ამჯერადაც თორნიკე შენგელია გახლდათ. შენგელია არა მარტო საქართველოს ნაკრების, მთლიანად ტურნირის ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მან დღეს ძალიან შთამბეჭდავი სტატისტიკა აჩვენა:
 

 
თორნიკე შენგელია
38 წუთი, 40 ქულა, 16 მოხსნა, 5 დაფარება, 3 ჩაჭრა, 1 პასი
 
დღეს ჩვენს ჯგუფში გამართულ გამართულ მატჩებში ესტონეთმა შვეიცარია 91:64 გაანადგურა, ხოლო რუმინეთმა პოლონეთს 72:60 მოუგო. 16 ივლისს საქართველოპოლონეთს ეთამაშება. მატჩი საქართველოს დროით ღამის 10 საათზე დაიწყება.
 
 საქართველო 87:75 მაკედონია
18:15 17:16 24:24 28:20
 
1.         ესტონეთი                                          2          2/0       176/114          4
2.         საქართველო                                   2          2/0       169/149          4
3.         პოლონეთი                                         2          1/1       136/141          3
4.         რუმინეთი                                          2          1/1       120/147          3         
5.         შვეიცარია                                           2          0/2       138/173          2
6.         მაკედონია                                          2          0/2       146/161          2