ქართველმა კადეტებმა პორტუგალიაში მე–10 ადგილი დაიკავეს

ევროპის 16–წლამდელთა ჩემპიონატი. B დივიზიონი. პორტუგალია. 16 აგვისტო
საქართველო 52:65 ბელგია
 
საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში გამოსვლა მე–10 ადგილზე დაასრულა. გია კაზანჯიანის გუნდი ტურნირის ბოლო შეხვედრაში მე–9 ადგილისთვის მატჩში ბელგიას შეხვდა და კვლავ დამარცხდა. კვლავ იმიტომ, რომ ბელგიელებთან ჩვენებმა უკვე დათმეს შეხვედრა ამ ჩემპიონატზე. მეორე ჯგუფურ ეტაპზე კაზანჯიანის გუნდმა ბელგიელებთან ოვერტაიმში 4 ქულა წააგო, თუმც იმ ჯგუფიდან მაინც გავიდა და საბოლოოდ კვლავ ბელგიელებს გადაეყარა.
მატჩის პირველი მეოთხედი ბელგიელებმა 10 ქულით მოიგეს და შემდეგ ეს სხვაობა შეინაჩუნეს. ქართველები კი ცდილობდნენ წამოწევას, მაგრამ მიზნის მისაღწევად ძალები აღარ გაწვდათ.
ჩვენიანთაგან საუკეთესო კვლავ ბექა ბურჯანაძე იყო, რომელმაც 118 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.  ბურჯანაძეს 1 მოხსნაც რომ მიეთვალა, ტურნირის ერთპიროვნული გამარჯვებული გახდებოდა ამ კომპონენტში, ახლა კი ის დანიელ კევინ ლარსენთან ერთად 11,3 მოხსნით ლიდერობს ჩემპიონატის მეფარეებს.