ქართველმა კადეტებმა უკრაინელი თანატოლები კიევში დაამარცხეს

16–წლამდელები. ამხანაგული მატჩი. კიევი. 9 ივლისი
უკრაინა 63:68 საქართველო
8:15 11:22 21:14 23:17
საქართველო: ბურჯანაძე (21), ფხაკაძე (16), გ. მესხი (10), გულმაგარაშვილი (8), მიქელაძე (4), რამიშვილი (4), ლოლიშვილი (3), ღვალაძე (2)
 
კიევში ამხანაგური მატჩების გასამართად ჩასულმა საქართველოს კადეტთა ნაკრებმა უკრაინელ თანატოლებს პირველი სპარინგ–შეხვედრა 5 ქულით მოუგო. გია კაზანჯიანის გუნდისთვის ეს უკვე მესამე უცხოური ვოიაჟია ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ციკლში– ჩვენი 16–წლამდელები ჯერ ესპანეთში, მერე კი თურქეთში იმყოფებოდნენ და მათ საერთაშორისო მატჩებში მიღებული გამოცდილება უკრაინაში წაადგათ.
თანაც გია კაზანჯიანის გუნდი მთელი გასული სეზონის მანძილზე შეკრებილი იყო და საქართველოს 18–წლამდელთა ჩემპიონატში უკონკურსოდ მონაწილეობდა, სადაც  ბოლოს ძალა მოიკრიბა და ერთ–ერთ ფავორიტს, საბოლოოდ მესამე ადგილზე გასულ „ენერჯის“ მოუგო.
დღეს გამართულ კიევურ მატჩში კაზანჯიანის შეგირდები თავიდანვე დაწინაურდნენ და პირველი ტაიმის ბოლოს უკვე 18 ქულით იგებდნენ. ქართველებს ლიდერობდა ცენტრფორვარდი ბექა ბურჯანაძე, რომელსაც საბოლოოდ 21 ქულა მოუგროვდა. ჩინებულად ირჯებოდა ჩვენიანთა გამთამაშებელი ოთარ ფხაკაზე, რომელმაც პასებთან ერთად ქულებიც საკმარისად აგროვა და ჩვენიანთა გამარჯვებაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ქართველებს მეორე ტაიმში გაუჭირდათ, თუმცა პირველ ნახევარში მოპოვებული სოლიდური უპირატესობა იოლად შეინარჩუნეს და საბოლოოდ 68:63 იმარჯვეს.
ჩვენი 16–წლამდელები ხვალ მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავენ უკრაინელ კადეტებთან.
 

უკრაინაში წასვლამდე ბექა ბურჯანაძეს მედია გაესაუბრა