ქუინტონ ჰოსლის “ხუვენტუდს” პლეი ოფი გაურთულდა

ქუინტონ ჰოსლის “ხუვენტუდს” პლეი ოფი გაურთულდა

შაბათს ესპანეთის ჩემპიონატის 30–ე ტური ორი მატჩით დაიწყო, საიდანაც ერთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა წევრმა მიიღო მონაწილეობა. ქუინთონ ჰოსლის „ხუვენტუდი“ სტუმრად „გრანადას“ შეხვდა და 65:94 განადგურდა.
 
ჰოსლი ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე მაინც საკმაო დროით – 26 წუთს იმყოფებოდა და საკუთარ გუნდში ერთ–ერთი საუკეთესო იყო. იგი საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით თავისიანთაგან მხოლოდ 2 მოთამაშეს – ვილი მაკდონალდს და რასელ რობინსონს ჩამორჩა. ქუინტონმა 4–დან 3 ორქულიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი კი ააცილა. ჰოსლიმ 8 ქულასთან ერთად 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
 
„ხუვენტუდს“ 30 მატჩიდან  14 მოგება აქვს და ცხრილში მე–12 ადგილზე იმყოფება. პლეი ოფში მოსახვედრად კი რეგულარული ჩემპიონატში მინიმუმ მე–8 ადგილზე მართებს გასვლა, რომლის დასრულებამდეც 4 ტურია დარჩენილი.